გას ჰენსენმა Bobby's Room-ში ჰაი სტეიკს პოკერის ახალი სეზონი გახსნა

ჰაი სტეიკს პოკერის ლეგენდა - გას ჰენსენი Bobby's Room-შია. დაახლოებით, ერთი კვირის წინ, საკუთარი 'ინსტაგრამის' გვერდზე ცნობილმა მოთამაშემ, ტრადიციულად, არაჩვეულებრივი ზაფხული დააანონსა. დროის მონაკვეთების მსგავსი ეპითეტებით შემკობა ჰენსენის სამარკო ნიშნად იქცა - ყოველი სათამაშო სეზონის წინ ის დიდ განცხადებებს აკეთებს. 

ზუსტი რიცხვები უცნობია, მაგრამ თუ კულუარებიდან გამოჟონილ ინფორმაციას დავუჯერებთ, გასული წელი ჰენსენისთვის არც ისეთი კარგი იყო, როგორც ის ვარაუდობდა. წელს კი, სავარაუდოდ, ყველაფერი შეიცვალა. თუმცა, პირველ თამაშზე კაზინო Bellagio-ში მდებარე Bobby's Room-ში მისულ ჰენსენს ოთახი ცარიელი დახვდა. შესანიშნავი ზაფხული კი სხვა მოთამაშეების გარეშე, წესით, ვერ უნდა გამოვიდეს. "ბობის რუმი', დღე პირველი. ოთახში მარტო ვზივარ. მარტოს კარგი ზაფხული არ გამომივა, - ამბობს პოსტში ჰენსენი, - 'ჯანგლმენ' (დენ ქეითსის მეტსახელი), ჩამოდი დაბლა." 

ჰენსენის მიერ 'ინსტაგრამზე' გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში კაზინო 'ბელაჯიოს' ჩიპების დიდი სტეკი ჩანს, რომლითაც დანიელი მოთამაშე თავს იწონებდა. უცნობია, ვის მოუგო რამდენიმე ათეული ათასი Full Tilt Poker-ის ყოფილმა სახემ. ჰენსენის მოწოდების შემდეგ, მაგიდას დოილ ბრანსონი, აიზიკ ჰექსტონი, ფილ გალფონდი და, რა თქმა უნდა, დენიელ jungleman ქეითსი შეურეთდნენ. 

გას ჰენსენი ერთადერთი მოთამაშეა, ვინც Bobby's Room-ში მიმდინარე ჰაი სტეიკს პოკერის შესახებ მეტ-ნაკლებ ინფორმაციას გულშემატკივრებს უზიარებს.

რუმები

ქართული უცხოური