WSOP-ზ პირველი ოქროს სამაჯური გათამაშდა

2019 წლის WSOP-ის პირველი ოქროს სამაჯურის მფლობელი ნიკოლას ჰეინესი გახდა. მან ყოველწლიური WSOP Casino Employees ტურნირი მოიგო. 

ყოველ წელს, WSOP-ის სატურნირო სერიებს კაზინოს თანამშრომლებისთვის სპეციალურად შექმნილი ტურნირი ხსნის, რომლის ბაი-ინი $565 დოლარს შეადგენს. საზაფხულო სეზონის განმავლობაში, დილერებსა და კზინოს წარმომადგენლებს ინტენსიური გრაფიკი ელოდებათ, მანამდე კი, სანამ ისინი სხვებს მოემსახურებიან, თავად შეუძლიათ აზარტული ჟინის მოკვლა. წლევანდელ ღონისძიებაზე 685 მონაწილე დარეგისტრირდა. 

მე-3 დღისთვის ტურნირზე 6 მოთამაშე დარჩა, მათ შორის ადამ ლეიმერსი იყო, ვინც წლევანდელი WSOP-ის ლაივ აფდეითების გუნდში მუშაობს. 

ტურნირის გამარჯვებული მიჩიგანში დაბადებული ნიკოლას ჰეინსი გახდა, რომელიც კაზინო Aria-ში დილერად მუშაობს. ჰედს-აპში მისი მოწინააღმდეგე WSOP-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - აიზიკ ჰენსონი იყო. "მე საუკეთესო მოთამაშეებისთვის ვარიგებ კარტს, - ყვება ჰეინსი, - მათი ქცევებს ჩემდაუნებურად ვაკვირდები. გარკვეული დროის შემდეგ, ხვდები, რომ შენი თამაშის უმჯობესდება.  ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესია დღევანდელ გამარჯვებაში ძალიან დამეხმარა."

ნიკოლას ჰაინესმა პირველი ადგილისთვის $62.248 დოლარი მიიღო. ასეთი ანაზღაურების გამო, მიჩიგანელმა დილერმა თავს უფლება მისცა წლევანდელი სერიებისგან დაესვენა და WSOP-ის დროებით ჩამოშორებოდა. როგორც ის ამბობს, WSOP-ზე კარტს აღარ დაარიგებს, მაგრამ Aria-ში მუშაობას სექტემბრიდან გააგრძელებს.

რუმები

ქართული უცხოური