ოლე შემიონი WPT-ის ჩემპიონების ტურნირს იგებს
სანამ Rio All Suites კაზინო WSOP-ის საზაფხულო სერიებს მასპინძლობს, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, HyperX Esports Arena-ში WPT-ის სპეციალური ტურნირი გაიმართა. ღონისძიებაში WPT-ის სერიების 75 გამარჯვებულმა მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონთა ჩემპიონი გერმანელი მოთამაშე - ოლე შემიონი გახდა, რომელმაც $440.395 დოლარი მიიღო. ურთულეს ფინალურ მაგიდაზე მას ორი პროფესიონალი მოთამაშე დაუპირისპირდა - ნიკ შულმანი და ტონი დანსტი. როგორც წესი, შულმანი და დანსტი WPT-ის ტელე-ტრანსლაციების უძღვებიან, მაგრამ ამჯერად ისინი სათამაშო მაგიდასთან აღმოჩდნენ.
ნიკ შულმანმა თამაში მალევე დაასრულა - ის მე-6 პოზიციიდან გამოეთიშა ტურნირს და მომავალი ჩემპიონისთვის ჯილდოს გადასაცემად მზადებას შეუდგა. აი, ტონი დანსტმა კი ბოლომდე იბრძოლა და ფინალურ ჰედს-აპში ოლე შემიონს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. "რთული ფინალური მაგიდა იყო. უფრო რთული კი ჰედს-აპი აღმოჩნდა, - ყვება გამარჯვებული, - თამაში მაინც ძალიან მომეწონა."
$440.395 დოლარიანი ანაზღაურების გარდა, შემიონმა შემდეგი წლის Tournament of Champions-ის $15.000 დოლარიანი საგზური და Hublot-ის საათი მიიღო. მე-2 ადგილისთვის ტონი დანსტს $250.265 დოლარი შეხვდა.