დენ ქეითსი Bobby's Room-შია; WSOP $600 NL Hold'em DeepStack ჯერემი პეკარეკმა მოიგო
ლას ვეგასში მდებარე Rio-ში 2019 წლის WSOP მიმდინარეობს. Bellagio-ში კი, მოთამაშეები, ვისთვისაც სატურნირო პოკერი მნიშვნელოვანი არაა, პრივატულ ქეშ-გეიმებს ეძალებიან. ერთი კვირის წინ, მარტოდ დარჩენილი გას ჰენსენი დენიელ ქეითსს "დახმარებას სთხოვდა". jungleman-მაც არ დააყოვნა და პირდაპირ Bobby's Room-ში გაჩნდა.
$2.000/$4.000 ქეშ-გეიმზე, ჰენსენისა და ქეითსის გარდა, ფილ გალფონდი, ბრაიან რასტი და დოილ ბრანსონი თამაშობენ. როგორც 'ინსტაგრამის' ვიდეო მიმართვაში ჰენსენი ამბობს, კარგი ამბავი ისაა, რომ კალათბურთზე დადებული ფსონით $120.000 დოლარის დაკარგვას გადარჩა, მაგრამ პოკერის მაგიდასთან უფრო მძიმე ზარალი მიიღო. რა თქმა უნდა, ინფორმაცია ზუსტ რიცხვებზე "ბობის ოთახის" გარეთ არ გადის.
მეორე მნიშვნელოვანი ამბავი ჯერემი პეკარეკს ეხება, რომელმაც $600 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთი მოიგო, $398.281 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. შესაძლოა, ბაი-ინი ან ანაზღაურება განსაკუთრებულ მოვლენად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ 6151 მონაწილიანი ლაინ-აფის დამარცხება ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.
"მგონი, ეს გამარჯვება იმ 5 წლიანი პროცესის კულმინაციაა, რასაც საკუთარ თავზე მუშაობას ვეძახი, - ყვება პეკარეკი, - თვითკონტროლი ამ თამაშში უმთავრესი ფაქტორია." ფინალურ ჰედს-აპში პეკარეკმა დენ კუნტზმანი დაამარცხა და კარიერაში პირველი ოქროს სამაჯური მიიღო.