"სტადის გაცილებით მეტი დარიგება მითამაშია, ვიდრე ჩემს მოწინააღმდეგეებს" - ელი ელეზრა WSOP-ის მე-4 სამაჯურს იგებს

როგორც ონლაინ გამოცემები წერენ, ოლდ სქულმა პოკერმა და გამოცდილებამ თანამედროვე პოკერს მოუგო: 4 საათიანი დაძაბული ჰედს-აპის შემდეგ, ელი ელეზრამ ანტონი ზინო დაამარცხა და კარიერაში მე-4 ოქროს სამაჯური მოიპოვა.

ამ გამარჯვებით, ელეზრა ისეთი მოთამაშეების რიგებს შეუერთდა, როგორებიც ლეგენდარული ბობი ბოლდვინი და პაგი პირსონი. ასევე 4 სამაჯურს ფლობენ თანამედროვეობის გამორჩეული მოთამაშეები - შონ დიბი, ბრაიან რასტი და ძმები მიზრაქები. 

ელი ელეზრას ზუსტად იგივე ივენთი 2015 წელს აქვს მოგებული, მაშინ $112.591 დოლარიანი ანაზღაურებით. ამჯერად, ისრაელის არმიის ყოფილმა ლეიტენანტმა $93.766 დოლარი მიიღო. "ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ წელს ერთ სამაჯურს მაინც მოვიგებდი და ეს აუცილებლად სტადის ტურნირში მოხდებოდა" - ყვება ელეზრა. მართლაც, მან 2019 წლის WSOP-ის მე-20 ივენთი, $1.500 დოლარიანი Seven Card Stud მოიგო. "ჩემს კარიერაში სტადის გაცილებით მეტი დარიგება მაქვს ნანახი, ვიდრე მაგიდაზე მყოფ ჩემს მოწინააღმდეგეებს. აღმოჩნდა, რომ სტადს მეც ძალიან ვუყვარვარ" - იუმორით ამბობს ვეტერანი მოთამაშე. 

ელეზრას ფინალური მაგიდა ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ იყო: ანტონი ზინოს გარდა, მაგიდაზე სკოტ სივერი, რეპ პორტერი და დევიდ სინგერი ისხდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ იღბალი სრულად ელეზრას მხარეს იყო: "8 დარიგებიდან 6-ში სთრეითი მივიღე, ორში კი AA." ელეზრას იღბლიანობის მიუხედავად, ანტონი ზინომ მას ღირსეული მეტოქეობა გაუწია. როგორც გამარჯვებული ყვება, ზინოსთან თამაში საკმაოდ გაუჭირდა, ხოლო როცა სტეკების გათანაბრება შეძლო, ელეზრას ცოტაღა დააკლდა, რომ წყობიდან გამოსულიყო. "ვფიქრობ, ბოლოს მაინც იღბალმა ითამაშა როლი, რადგან ანტონი მართლაც კარგი მოთამაშეა" - თქვა ელი ელეზრამ. 

რუმები

ქართული უცხოური