26 წლის შემდეგ, ჯიმ ბექტელმა WSOP-ის კიდევ ერთი სამაჯური მოიგო

1993 წლის WSOP-ის მეინ ივენთი ჯიმ ბექტელმა მოიგო. გუშინ მან ახალი რეკორდი დაამყარა: 26 წლიანი პაუზის შემდეგ, მან WSOP-ის კიდევ ერთი სამაჯური მოიგო, ამჯერად $10.000 დოლარიან 2-7 Lowball Draw ივენთზე. მან ლეგენდარული ჩიპ რიზის დრო 2 წლით "გააუმჯობესა", რომლის ოქროს სამაჯურებიც 1982 და 2006 წლებით თარიღდებოდა. "არ მგონია, რომ ეს ყველაზე საამაყო რეკორდია, მაგრამ გამარჯვებით მაინც კმაყოფილი ვარ" - ამბობს 1993 წლის ჩემპიონი. 

როგორც გამარჯვებული ამბობს, 2-7 Lowball პოკერის ყველაზე რთული სახეობაა: "დარიგებების უმეტესობა ბლეფს ან ბლეფის გამოცნობას მოითხოვს, რადგან ამ თამაშში რეალური ხელის გაკეთება ძალიან რთულია. სხვა სახეობებში გადამწყვეტ როლს მათემატიკა ასრულებს, აქ კი მთავარი მოწინააღმდეგეების გაშიფვრაა." 

მიუხედავად იმისა, რომ მე-2 სამაჯურის მოსაგებად 26 წელი დასჭირდა, ჯიმ ბექტელის გამარჯვებამ ცხადყო, რომ პოკერის 'ოლდ სქული' მიდგომა კვლავ მომგებიანია. მან ისეთი მოთამაშეები ჩამოიშორა გზიდან, როგორებიც დარენ ელიასი, ჟან-რობერ ბელანი და პრალად ფრაიდმანი არიან. 

1993 წლის მეინ ივენთის მოგებით ბექტელი მილიონერი გახდა. ამჯერად, მისი ჯილდო შედარებით მოკრძალებული - $253.817 დოლარი იყო. 

რუმები

ქართული უცხოური