ჯოზეფ ჩონგმა WSOP-ის პირველი სამაჯური მოიგო

როგორც იქნა, ჯოზეფ ჩონგმა ხანგრძლივი უიღბლო ხაზი დაარღვია და 2019 წლის WSOP-ზე პირველი ოქროს სამაჯური მოიპოვა. 

კორეული წარმოშობის ამერიკელმა მოთამაშემ 2010 წელს, WSOP-ის მეინ ივენთზე მე-3 ადგილზე მოახერხა გასვლა. მას შემდეგ, მან რამდენჯერმე შეძლო დიდი ტურნირების პირველ ადგილებთან მიახლოება, მაგრამ საბოლოო მიზანს 34-ე ივენთზე, $1.000 დოლარიან Double Stack NL-ზე მიაღწია. 

ტურნირზე 6.214 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. საკუთარ $14 მილიონიან სატურნირო შემოსავალს ჩონგმა $687.782 დოლარი დაუმატა. 

ღონისძიება 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა. უმეტეს შემთხვევაში, ჩონგი საშუალო ზომის სტეკს ფლობდა, მაგრამ ტურნირის ბოლო სტადიისას მისი აგრესიის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც სტეკის ზომაზეც იმოქმედა. ფინალური მაგიდიდან 4 მოთამაშე სწორედ ჯოზეფ ჩონგმა გამოთიშა თამაშს. 

ჰედს-აპის სტარტისთვის, ჯოზეფ ჩონგი 3-1 უპირატესობას ფლობდა. მისი მეტოქე დევიდ აივერსი იყო, რომელმაც ერთ მომენტში მნიშვნელოვანი ჩიპლიდის მოპოვება შეძლო, მაგრამ მალევე კვლავ ანდერდოგი აღმოჩნდა. გარდამავალი უპირატესობის გამო, მოთამაშეებმა შეთანხმების საფუძველზე საპრიზო ფული გაინაწილეს და სათამაშოდ ოქროს სამაჯური და მცირე თანხა დატოვეს. გამოცდილებამ თავისი ქნა და ჯოზეფ ჩონგმა ტურნირი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. 

რუმები

ქართული უცხოური