სკოტ სივერმა WSOP-ის მე-3 სამაჯური მოიგო

სკოტ სივერი თანამედროვე პოკერის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. მისი სატურნირო კარიერა არამხოლოდ WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურს და ჰაი როლერ ტურნირებს ითვლიდა - სივერი Bobby's Room-ში მიმდინარე უდიდესი ქეშ-გეიმების რეგულარული მოთამაშეა, რომელიც ისეთ სახელებთან იყოფს მაგიდას, როგორებიც დოილ ბრანსონი, გას ჰენსენი, ბრაიან რასტი, ფილ გალფონდი და დენ ქეითსი არიან. 

სივერმა 2019 წლის WSOP-ის $10.000 დოლარიანი რაზის ივენთი მოიგო, $301.421 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. მან გამარჯვებას ტურნირის 116 მონაწილეს შორის მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ სკოტ სივერის ანაზღაურება მის კარიერაში მხოლოდ მე-17 ადგილს იკავებს, მიღწეული შედეგით ის მაინც ძალიან ამაყია: "ყველანი ულიმიტო თამაშებს ვართ მიჩვეული. ლიმიტიანი თამაშები კი, თანაც დიდი ბაი-ინებით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ მართლაც ძალიან საინტერესოა."

ფინალურ მაგიდას თუ გადავხედავთ, აშკარა გახდება, რომ სივერის მისია საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო - მასზე ლიმიტირებული თამაშების საუკეთესო სპეციალისტები ისხდნენ:

პოზიციამოთმაშექვეყანაანაზღაურება
1სკოტ სივერიაშშ$301.421
2ანდრეი ჟიგალოვირუსეთი$186.293
3კრის ფერგიუსონიაშშ$131.194
4დენ ზეკიაშშ$94.305
5დენიელ ნეგრანუკანადა$69.322
6ანდრე აკარიბრაზილია$51.911
7დევიდ ბახიაშშ$39.788
8ჯორჯ ალექსანდერიაშშ$31.185

 

რუმები

ქართული უცხოური