WSOP Main Event-ზე 35 მონაწილე დარჩა; ესფანდიარი, ფოქსენი და გრინვუდი გამოვარდნენ

WSOP Main Event-ის მოსაგებად 35 მოთამაშე აგრძელებს თამაშს. ანტონიო ესფანდიარი, სემ გრინვუდი, ალექს ფოქსენი და ჯეიკ შინდლერი ტურნირს გამოეთიშნენ. თამაშიდან ასევე გამოვარდა 2005 წლის მეინ ივენთის გამარჯვებული ჯო ჰეშემის შვილი, დენიელ ჰეშემი. აქტიური რჩება დარიო სამარტინო, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი სამაჯური არ აქვს მოგებული, მაგრამ WSOP-ის სხვადასხვა ღონისძიებაზე 11-ჯერ აქვს საპრიზო ადგილი დაკავებული. მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $8 მილიონ დოლარს აჭარბებს. მიმდინარე მეინ ივენთზე ის ზომით მე-10 სტეკს ფლობს.  

ექვსნიშნა ანაზღაურება 72-ე ადგილიდან დაიწყო: პირველი, ვინც $117.710 დოლარი მიიღო, მაიკლ მესიკი იყო. მეინ ივენთის ერთ-ერთი ვარსკვლავი, სემ გრინვუდი AA-ის წარუმატებელი გათამაშებით გამოვარდა ტურნირიდან. ის ჩიპლიდერმა, აქამდე უცნობმა მოთამაშემ, ტიმოთი სუმ გამოაგდო, როცა მისი სთრეით დრო რივერზე დასრულდა და გრინვუდის AA-ის უპირატესობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. 

"მას საუკეთესო ხელი ჰყავდა, რომლითაც ნებისმიერ თანხაზე ქოლი უნდა გაეკეთებინა, - ყვება სუ, - ამ შემთხვევაში, კარტმა განსაზღვრა, ვის ხელში მოხვდებოდა ჩიპების მნიშვნელოვანი რაოდენობა."

სათამაშო დღის დასრულების შემდეგ, ტურნირს ახალი ჩიპლიდერი ჰყავდა - ნიკოლას მარშინგტონი, ხოლო ტიმოთი სუმ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. 35-ე პოზიციას $261.430 დოლარიანი ანაზღაურება აქვს გარანტირებული. 

ამ მომენტისთვის, მოწინავე 10 ადგილი ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშეჩიპქაუნთი
1ნიკოლას მარშინგტონი39.800.000
2ჰუსეინ ენსანი34.500.000
3ტიმოთი სუ34.350.000
4მილოშ სკრებიცი31.450.000
5ჰენრი ლუ25.525.000
6გარი გეიტსი25.025.000
7დუი დონგი21.650.000
8ვორვიკ მიზიკინიანი20.700.000
9დარიო სამარტინო19.850.000
10კევინ მასი19.550.000

 

რუმები

ქართული უცხოური