შემოსავლების სამსახური - WSOP-ის რეალური გამარჯვებული

2019 წლის WSOP Main Event-ის დასრულების შემდეგ, ჩვენი ყოველწლიური რუბრიკის დრო მოვიდა: ვინ არის WSOP-ის რეალური გამარჯვებული? 

WSOP Main Event-ის ჩემპიონი ირანული წარმოშობის გერმანელი მოთამაშე, ჰოსეინ ენსანი გახდა, რომელმაც $10.000.000 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. მეორე ადგილზე ჰაი როლერ ტურნირების რეგულარი, იტალიელი დარიო სამარტინო გავიდა, $6.000.000 დოლარიანი ჩეკით. მე-3 ადგილისთვის, ალექს ლივინგსტონმა $4.000.000 დოლარი მოიგო. პოკერის მოთამაშეების მიერ ტურნირებზე მოგებული ფულით არაჩვეულებრივი სათაურები იქმნება, მაგრამ მათ მიერ სახლში წაღებული თანხა ახლოსაც არ არის WSOP-ის მიერ მოთამაშეებისთვის გადაცემულ ანაზღაურებასთან. 

გადასახადების სპეციალისტმა და, ასევე, პოკერის მოთამაშემ - რას ფოქსმა პოკერის მოყვარულებს 2019 წლის WSOP Main Event-ის ფინალური მაგიდის მონაწილეების რეალური ანაზღაურება გააცნო. მისი განმარტებით, მოთამაშეების შემოსავალი იმ ქვეყნების კანონმდებლობებით იბეგრება, რომელთა მოქალაქეობასაც ისინი ფლობენ. 

ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის მხრივ, ყველაზე მეტად ნიკ მარშინგტონს გაუმართლა: დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, აზარტული თამაშებიდან მიღებული შემოსავალი ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფლდება. სწორედ ამიტომ, მარშინგტონის რეალური მოგება გაცილებით დიდია, ვიდრე მასზე 2 პოზიციით მაღლა მდგომი მოთამაშეებისა. 

საერთო ჯამში, 2019 წლის WSOP Main Event-ის ფინალური მაგიდის მონაწილეებმა შემოსავლების სამსახურებს $12 მილიონ დოლარამდე გადაუხადეს.

პოზიციამოთამაშეანაზღაურებაგადასახადირეალური მოგება
1ჰოსეინ ენსანი$10.000.000$4.606.4695.393.531
2დარიო სამარტინო$6.000.000$2.572.3503.427.650
3ლექს ლივინგსტონი$4.000.000$1.200.000$2.800.000
4გარი გეიტსი$3.000.000$1.050.813$1.949.187
5კევინ მაასი$2.200.000$870.729$1.329.271
6ჟენ ცაი$1.850.000$706.679$1.143.321
7ნიკ მარშინგტონი$1.525.000$0$1.525.000
8ტიმოთი სუ$1.250.000$491.150$758.850
9მილოშ სკრებიცი$1.000.000$474.463$525.537

 

რუმები

ქართული უცხოური