რობ იონგი PartyPoker-ზე რეალური სახელების შემოღებას გეგმავს

რამდენიმე დღის წინ, რობ იონგმა მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა და 'ტვიტერზე' თავის გამომწერებს კითხვით მიმართა: "აგვისტოში, PartyPoker-ის პოკერ-რუმი თამაშის ახალ ვერსიას დატესტავს, სადაც მეტსახელების ნაცვლად, რეალური სახელები იქნება გამოყენებული. პირადად მე, ასეთი ცვლილებების მომხრე ვარ, რადგან ნამდვილი სახელი ცვლის ეტიკეტს და მოთამაშეების დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, ქმნის გარკვეული ერთობის განცდას და, უბრალოდ, ადამიანები გაცილეებით დაცულად გრძნობენ თავს. თქვენ რას ფიქრობთ?"

გამოკითხვაში მონაწილეობა 4.000-ზე მეტმა გამომწერმა მიიღო. მათგან 66%-მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია გამოხატა. 

PartyPoker-ის გუნდს, დაახლოებით, 50-მდე იდეა აქვს, რომელთა განხორციელებაც მომავალში იგეგმება. პოკერ-რუმის გუნდის აზრით, გარკვეულ მაგიდებზე ნამდვილი სახელების შემოტანა ე.წ. 'ფეარ ფლეის' პრინციპის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

თავდაპირველად, რეალური სახელით თამაში ჰაი სტეიკს მაგიდებზე იქნება სავალდებულო. "მოყვარულ მოთამაშეს, რომელიც პოკერში განსაკუთრებულ სიამოვნებას ხედავს და არა საქმეს, უფლება აქვს იცოდეს, ვის ეთამაშება, - ამბობს Dusk Till Dawn-ის მფლობელი და PartyPoker-ის პარტნიორი, რობ იონგი, რომელიც თავადვე ითვლება მოყვარულ მოთამაშედ - ყველას უნდა გაიგოს, მათ წინ ჩვეულებრივი ონლაინ რეგულარი ზის, თუ პოკერის სუპერვარსკვლავი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ 'იუთუბზე' უყურებდა."

 

რუმები

ქართული უცხოური