Borgata ფილ აივის მიერ WSOP-ზე მოგებული თანხების კონფისკაციას ითხოვს

პოკერის ქართველ მოყვარულებს ეცოდინებათ ფილ აივისა და კაზინო Borgata-ს შორის არსებული სასამართლო დავა, რომელიც უკვე წლებია გრძელდება. საქმე აივისა და მისი პარტნიორის - ჩონ ინ სუნის მიერ ატლანტიკ სიტიში მოგებულ $10.000.000 დოლარს ეხება, როცა წყვილმა თანხის მოგება წინასწარ შემუშავებული ტექნიკის ე.წ. edge sorting-ის საშუალებით შეძლო. 

მანამდე, ამ ყველაფერს მსგავსი ქეისი უსწრებდა: Crockford კაზინო ფილ აივის იგივე სქემით მოგებულ თანხას ედავებოდა. აივიმ რამდენიმე საქმე ზედიზედ წააგო. 

Borgata-სთან დაკავშირებული საქმეში ფილ აივი გასული წლის სექტემბერში დამარცხდა. მაშინდელი გადაწყვეტილებით, მას $10.000.000 დოლარის ანაზღაურება დაევალა. როგორც მაშინ აივის ადვოკატები აცხადებდნენ, მსგავსი თანხის გადახდის შემთხვევაში, მის სათამაშო კარიერას საფრთხე დაემუქრებოდა. ამ შემთხვევაში, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა აივის აქტიურ საბანკო ანგარიშებზე თანხა დაეყადაღებინა.

ცოტა ხნის წინ, სასამართლომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, აივის მიერ ოფიციალურად მოგებული თანხით კაზინოს ზარალი უნდა ანაზღაურებულიყო. კაზინოს ადვოკატმა, ჯერემი კლოსნერმა სასამართლოს ამ განჩინებით WSOP-ის ვიცე პრეზიდენტს, ჯეკ ეფელს მიმართა. 

წლევანდელ სერიებზე, ფილ აივიმ $50.000 Poker Players Championship-ზე მე-4 ადგილი დაიკავა, რისთვისაც $124.410 დოლარი მიიღო. უკვე გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ფილ აივის ქონება, რომელიც $100.000.000 დოლარი უნდა ყოფილიყო, ნელ-ნელა ქრება. როგორც კულისებს მიღმა ამბობენ, ფილ აივის მაკაუს ქეშ-გეიმებზე კარგი დრო არ უდგას. გარდა ამისა, მას სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული მოვლენებისთვისაც სოლიდური თანხების გაღება მოუხდა, რამაც მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეარყია. ჯერჯერობით უცნობია, დგას თუ არა ლეგენდარული მოთამაშე გაკოტრების პირას. 

რუმები

ქართული უცხოური