£1.000.000 Triton-ზე 8 მოთამაშეა დარჩენილი

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტურნირის მე-2 დღეს, სათამაშოდ 36 მონაწილე დაბრუნდა, საიდანაც მე-3 გადამწყვეტი დღისთვის მხოლოდ 8 მათგანი დარჩა. 

ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერი ვივეკ რაჯკუმარია, რომელიც 150 ბიგ ბლაინდს აკონტროლებს. "ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ამასთანავე, ნერვიულობა და მღელვარება მოდუნების საშუალებას არ მაძლევს" - ამბობს ინდოელი მოთამაშე. გამარჯვებისა და £19.000.000 ფუნტ სტერლინგის მოპოვების შემთხვევაში, ის არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ რიკ სალომონის გამო, ამერიკის დროშასაც ააფრიალებს. სწორედ რიკ სალომონი იყო ადამიანი, ვინც რაჯკუმარი ტურნირზე მიიწვია. 

გუშინდელი ჩიპლიდერი - ბილ პერკინსი 17 ბიგ ბლაინდამდე ჩამოქვეითდა და, ამ მომენტისთვის, ტურნირის შორთ სტეკია. ვივეკ რაჯკუმარის შემდეგ, ჩიპების რაოდენობით მე-2 ადგილზე სტივენ ჩედვიკია. ბრიტანელმა ჰაი როლერმა, მოყვარული მოთამაშეების ჩიპების მისათვისებლად, მთელი თავისი ცოდნა და უნარები გამოიყენა და წარმატებითაც - მისი სტეკი 82 ბიგ ბლაინდისგან შედგება. 

პროფესიონალი მოთამაშე, რომელსაც განსაკუთრებით არ გაუმართლა, იგორ კურგანოვია. ის ტურნირის ე.წ. 'ბაბლიდან' გავარდა. რუსი მოთამაშე ბილ პერკინსთან დამარცხდა, TT-ით JJ-ის წინააღმდეგ. 

ამ მომენტისთვის, ფინალური მაგიდის ჩიპქაუნთი ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექვეყანაბიგ ბლაინდი
1ვივეკ რაჯკუმარიინდოეთი150
2სტივენ ჩედვიკიდიდი ბრიტანეთი82
3ტიმოთი ადამსიკანადა48
4ბრინ კენიაშშ46
5ალფრედ დეკაროლისიაშშ45
6აარონ ჟანგიჩინეთი42
7დენ სმიტიაშშ20
8ბილ პერკინსიაშშ17

 

რუმები

ქართული უცხოური