Triton Millions-ის გამარჯვებული აარონ ზანგი გახდა; მეორეზე ბრინ კენი გავიდა
3 დღის განმავლობაში, £1.050.000 ფუნტ სტერლინგის ფასად, მოყვარულ მოთამაშეებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი შესაძლებლობები პროფესიონალი მოთამაშეების გვერდით გამოეცადათ. ტურნირის 54 მონაწილემ £54.000.000-იანი საპრიზო ფონდი შექმნა. £2.7 მილიონი ფუნტ სტერლინგი კი სრულად მოხმარდა ქველმოქმედებას.
ღონისძიებას სპეციალური სტრუქტურა ჰქონდა: "ბიზნესმენს", ანუ მოყვარულ მოთამაშეს, რომელიც ტურნირზე დარეგისტრირდებოდა, ერთი პროფესიონალის მოწვევა შეეძლო. საბოლოოდ, ყველაფერი ისე დასრულდა, რომ ტურნირის გამარჯვებული სწორედ მოყვარული მოთამაშე - ჩინელი ბიზნესმენი, აარონ ზანგი გახდა. მე-2 ადგილი კი ამერიკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, ბრინ კენიმ დაიკავა.
ჰედს-აპის სასტარტო მომენტისთვის, ბრინ კენი მოწინააღმდეგეზე 5-ჯერ დიდ სტეკს აკონტროლებდა. თამაშის დაწყებამდე, პირისპირ დარჩენილმა მეტოქეებმა, შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ბრინ კენის £16.890.509, ხოლო აარონ ზანგს - £13.779.491 ფუნტ სტერლინგი შეხვდა.
ტურნირის გამარჯვებული - აარონ ზანგი თავისმა მეგობარმა, Triton-ის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა, პოლ ფუამ წარადგინა. "ის ძირითადად ქეშ-გეიმებზე მინახავს. ვიცოდი, რომ კარგი იყო, მაგრამ ამდენად კარგი არასდროს მეგონა, - იხუმრა ფუამ, - აარონის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოყვარულ მოთამაშეებს პროფესიონალების წინააღმდეგ რეალურად აქვთ მოგების შანსი."
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტურნირის ფინალური ადგილები ასე გადანაწილდა:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | აარონ ზანგი | ჩინეთი | £13.779.491 |
2 | ბრინ კენი | აშშ | £16.890.509 |
3 | დენ სმიტი | აშშ | £7.200.000 |
4 | სტივენ ჩედვიკი | დიდი ბრიტანეთი | £4.410.000 |
5 | ვივეკ რაჯკუმარი | ინდოეთი | £3.000.000 |
6 | ბილ პერკინსი | აშშ | £2.200.000 |
7 | ალფრედ დაკაროლისი | აშშ | £1.720.000 |
8 | ტიმოთი ადამსი | აშშ | £1.695.393 |