EPT Barcelona-ზე ესპანელმა სერგი რეიჰაჩმა €1.816.210 ევრო მოიგო
ბარსელონაში მიმდინარე EPT-ის ფარგლებში €100.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერი გაიმართა. 64 ენტრანტს შორის ისეთი მოთამაშეები შედიოდნენ, როგორებიც ბრინ კენი, ჩარლი კარელი, აიზიკ ჰექსტონი და ძმები - სემ და ლუკ გრინვუდები არიან. ჩამოთვლილთაგან, ფინალურ მაგიდაზე თამაში მხოლოდ ლუკ გრინვუდმა მოახერხა.
ფინალურ შვიდეულში ვერ მოხვდნენ ლინუს ლოლაიგერი, დენიელ დვორესი და კრისტენ ბიკნელი. არა და, ტურნირის დასაწყისში, სწორეთ მათზე კეთდებოდა დიდი ფსონები. ერთი დიდი სახელი, რომელიც ფინალურ მაგიდაზე ვიხილეთ, სტივ ო'დუაიერი იყო. ირლანდიელმა მე-7 ადგილი დაიკავა და €304.250 ევრო მიიღო. სამაგიეროდ, ტურნირით მოყვარულმა მოთამაშეებმა იხეირეს.
ესპანელმა სერგი რეიჰაჩმა ფინალურ მაგიდაზე საკუთარი დიქტატი დაამყარა: 9-დან 4 მოთამაშე სწორედ ესპანელმა გამოთიშა თამაშს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ძლიერი დარტყმის შემდეგ, მისი სტეკი 12 ბიგ ბლაინდამდე ჩამოვიდა. ჩიპლიდს კი ბრიტანული პოკერის ამომავალი ვარსკვლავი - სემ გრაფტონი ფლობდა. გადამწყვეტი ჰედს-აპიც მასსა და რეიჰაჩს შორის გაიმართა.
ესპანელი ინგლისელის წინააღმდეგ ორჯერ გაორმაგდა, რასაც უდროო ბლეფი მოჰყვა. KJ357 ბორდზე, სემ გრაფტონის ოლ ინის პასუხად, სერგი რეიჰაჩმა K8-ით ქოლი გააკეთა. ქოლი საკმაოდ რისკიანი, მაგრამ ამავდროულად სწორიც იყო. სწორედ ამ დარიგებამ გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. სემ გრაფტონს €1.303.950, ხოლო სერგი რეიჰაჩს €1.816.201 ევრო ხვდათ წილად.