ლასლო ბუიტაშმა €25.000 EPT მოიგო; ხუან პარდო მე-4 ადგილზეა
ბარსელონაში მიმდინარე EPT-ის სერიების ფარგლებში €25.000 ევროიანი ჰაი როლერი გაიმართა. ტურნირი ერთდღიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამაში ისე გაიწელა, რომ გამარჯვებულის გამოვლენას 15 საათი დასჭირდა. 118 მონაწილიდან ტურნირის მოგებული უნგრელი ლასლო ბუიტაში გახდა, რომელმაც სახლში €712.810 ევრო წაიღო.
ლასლო ბუიტაში ონლაინ თამაშებში უფრო დიდი სახელია, ვიდრე ლაივ ტურნირებზე - მით უმეტეს, რომ მისი ძირითადი საქმე ომაჰას ქეშ-გეიმებია.
აქვე უნდა აღინიშნოს ხუან პარდოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი. ესპანელი მე-3 დღეა ყურადღების ცენტრშია: მან €25.000 და €50.000 ევროიანი ჰაი როლერები მოიგო, ამჯერად კი ტურნირის მე-4 ადგილზე გავიდა და ბანკროლი €259.240 ევროთი გაიმდიდრა.
4-ჯერ მოუხდათ რე-ბაის გაკეთება სტივ ო'დუაიერს, ალი იმსიროვიჩსა და სემ გრაფტონს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა ფულში შესვლა ვერ მოახერხა. რე-ბაის პერიოდის დასრულების შემდეგ, როცა თამაშს შორთ სტეკებიც გამოეთიშნენ, მონაწილეთა რაოდენობა 22-მდე შემცირდა. ბენჯამინ პოლაკი - თანამედროვე სატურნირო პოკერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახე უკანასკნელი მონაწილე იყო, ვინც ტურნირი უფულოდ დატოვა.
როცა თამაში 3 მონაწილემდე შემცირდა, ლასლო ბუიტაშმა მოწინააღმდეგეებზე აგრესიული იერიშები მიიტანა და მაგიდის დინამიკა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. 15 საათიანი სათამაშო დღე პატარა ჰედს-აპით დასრულდა: მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწინააღმდეგე ბრიტანელი ჩარლი კარელი იყო, 4.5-1 ჩიპლიდის პირობებში, უნგრელს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.