British Poker Open-ის შორთ დექ ივენთი სემ გრინვუდმა მოიგო
გრინვუდები ინგლისში არიან! ლუკ გრინვუდის გამარჯვებიდან 2 დღის შემდეგ, რიგი ძმაზე - სემ გრინვუდზე მიდგა. კანადელმა ჰაი როლერ ტურნირების რეგულარმა British Poker Open-ის შორთ დექ ივენთი დრამატულ ბრძოლაში მოიგო.
ITM-ის (In The Money) დაწყების მომენტში ის შორთ სტექი იყო და გავარდნისთვის ემზადებოდა, თუმცა, იმდენი იბრძოლა, რომ ფინალურ ჰედს-აპამდე მიაღწია და შორთ დექ ქეშ-გეიმების სპეციალისტი - შვედი რობერტ ფინკი დაამარცხა.
"არანორმალურ 'ჰითერზე' ვიყავი, - ყვება გრინვუდი, - ყველა ოლ ინს ვიგებდი. შორთ დექში ასე ხშირად ხდება: არაფრისგან ყველაფერს იგებ და პირიქით - დიდი სტეკიდან 0-მდე ჩამოსვლა შეგიძლია. მე 100.000 ჩიპიდან 1.500.000-მდე ავედი."
როცა ფინალური ოთხეული შეიკრიბა, გრინვუდი გავარდნის კანდიდატი იყო: "ბაბლზე' რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მაგრამ შემდეგ კერის (კატზი) AA-ის მოვუგე, რაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა თამაშში. ასეთი ადვილი ტურნირი არასდროს მითამაშია."
გრინვუდების ოჯახს უკვე სოლიდური თანხა დაუგროვდათ: 2 დღის წინ, ლუკმა £119.600 ფუნტ სტერლინგი მოიგო, ხოლო სემის მოგებამ £110.400 შეადგინა. გარდა ამისა, სემ გრინვუდის მიერ სხვა ტურნირებიდან მიღებულმა შემოსავალმა £37.000 ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.