აივის სასამართლო დავაში დენ ქეითსი და ილია თრინჩერი ერევიან

კაზინო Borgata-თან წაგებული საქმის შემდეგ, ფილ აივის არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მოგებული თანხის ანაზღაურება დაევალა. როგორც აივი აცხადებდა, ის გაკოტრებული იყო და ლას ვეგასში არანაირი საკუთრება არ გააჩნდა.

გასულ თვეში, სასამართლო დავაში გამარჯვებულმა მხარემ უფლება მოიპოვა, ლას ვეგასში მდებარე კაზინოებისგან აივის ნებისმიერი მოგება დაეყადაღებინა. შედეგად, კაზინო Borgata-ს ადვოკატებმა ჯეკ ეფელსა და WSOP-ის ასოციაციას მიმართეს, რათა მათ აივის სახელზე $50.000-იან Poker Players Championship-ზე მოგებული თანხა არ გაეცათ. 

საქმეში კიდევ ორი მხარე ჩაერთო: დენიელ ქეითსი და ილია თრინჩერი. როგორც ისინი ამტკიცებენ, 2019 წლის WSOP-ზე მათ ფილ აივის თამაში დაასპონსორეს და ახლა, მის მიერ მოგებული $124.410 დოლარიანი წილის ნახევარ-ნახევარი სწორედ მათ ეკუთვნოდათ. მათ ინტერესებს სასამართლოში საადვოკატო კომპანია Chesnoff and Schonfeld დაიცავს. ლას ვეგასში მდებარე ორგანიზაციას არაერთხელ წარმოუდგენია ფილ აივის ინტერესები თამაშთან დაკავშირებულ დავებში. 

როგორც Flushdraw.net-ზე ამბობენ, შესაძლოა, ქეითსისა და თრინჩერის ჩარევამ პრეცედენტი შექმნას. მაგრამ ნაკლებადსავარაუდოა, რომ მოსამართლეები მათ არგუმენტაციას დაიჯერებს: თითქმის წარმოუდგენელია, რომ დენ ქეითსსა და ილია თრინჩერს აივის სასამართლო დავების შესახებ არ სცოდნოდათ. გარდა ამისა, რთული დასამტკიცებელი იქნება, რომ მოთამაშეებს შორის, ყოველგვარი წერილობითი კონტრაქტის გარეშე, ზეპირი შეთანხმება მოხდა. 

 

რუმები

ქართული უცხოური