British Poker Open-ის ჰაი როლერ ივენთი კერი კატზმა მოიგო
British Poker Open-ზე250.000-იანი Super High Roller Bowl გაიმართა, რომელზეც 12 მოთამაშე დარეგისტრირდა. მიუხედავად მონაწილეების სიმწირისა, საპრიზო ფონდმა 3.000.000 ფუნტ სტერლინგი შეადგინა.
ფინალურ ჰედს-აპში ამერიკელმა კერი კატზმა ბოსნიელი ვუნდერკინდი - ალი იმსიროვიჩი დაამარცხა და 2.100.000 ფუნტსტერლინგის მფლობელი გახდა. ამ გამარჯვებით, კერი კატზი Super High Roller Bowl-ის გამარჯვებულთა სიას შეუერთდა, რომელთა შორისაც რაინერ კემპე, ბრაიან რასტი, კრისტოფ ვოგელსანგი, ჯასტინ ბონომო და აიზიკ ჰექსტონი არიან.
“ეს ჩემი საუკეთესო ანაზღაურება და უდიდესი სატურნირო მოგებაა, - ამბობსკატზი, - ძალიან ვნერვიულობდი და ძალიან გამიმართლა. იღბლის გარეშე ვერაფერს ვიზამდი, რადგან მე მათ ლიგას არ ვეკუთვნი. ჩემი მოწინააღმდეგეები საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ.”
იმსიროვიჩის წარმატებას ბევრი ელოდებოდა. ადრეულ სტადიაზე მან დევიდ პიტერსი, სემ გრინვუდი და მიკიტა ბადიაკოვსკი გამოთიშა ტურნირს. სამაგიეროდ, კრისტოფ ვოგელსანგი და სტივენ ჩედვიკი საკუთარ თავზე კერიკატზმა აიღო.
რაც შეეხება British Poker Open-ის მთავარ ჯილდოს, მისი მფლობელი სემ სოვერელი გახდა, რომელმაც10-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა, საიდანაც 2 ტურნირი მოიგო.