ქარიშხალ Dorian-თან დაკავშირებით PartyPoker საქველმოქმედო ტურნირს ჩაატარებს
ტროპიკული ციკლონი, რომელსაც ამერიკელებმა სახელი Dorian მისცეს, ბაჰამის კუნძულების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დამანგრეველი სტიქიური უბედურება აღმოჩნდა. ქარის სიჩქარეს, რომელიც 300 კმ/სთ-ს აღწევდა, 53 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1.300 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
კარიბის კუნძულები პოკერის მოყვარულთათვის ერთ-ერთ გამორჩეულ და მნიშვნელოვან გაჩერებად ითვლება. ბაჰამის დედაქალაქ ნასაუში, ყოველწლიურად, PartyPoker-ის სატურნირო სერიები - Caribbean Poker Party იმართება. შემდეგი ღონისძიება ოქტომბერშია დაგეგმილი.
ამასთან დაკავშირებით PartyPoker-ის გუნდმა ჩათვალა, რომ საქველმოქმედო ტურნირი დროული გადაწყვეტილება იქნებოდა. შესაბამისად, 13 ოქტომბერს PartyPoker-ის გლობალურ კლიენტზე $100 დოლარიანი ონლაინ ტურნირი გაიმართება. გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდოები ელით:
1-3 ადგილები:
- საგზური Caribbean Poker Party-ის მეინ ივენთზე (ბაი-ინი: $10.300)
- ნომერი 2 პერსონაზე Grand Hayatt Baha Mar-ის სასტუმროში (9 დღე)
- $1.400 დოლარიანი მომსახურება სასტუმროში + $2.000 დოლარი სახარჯო ფული
4-8 ადგილები:
- Caribbean Poker Party Mini Main Event-ის საგზური (ბაი-ინი: $1.100)
- ნომერი 2 პერსონაზე Grand Hayatt Baha Mar-ის სასტუმროში (9 დღე)
- $600 დოლარიანი მომსახურება სასტუმროში + $2.000 დოლარი სახარჯო ფული
"ყველას მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო ტურნირში, - ამბობს ლეგენდარული კომენტატორი და PartyPoker-ის სახე, მაიკ სექსტონი, - ამით იმ ოჯახებს დავეხმარებით, ვინც ქარიშხლისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა."