552.000 ევროიანი ბანკი და დენიელ ქეითსის როიალ ფლეში

დენიელ ქეითსი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მსგავსი სტატუსი იმით გამომდინარეობს, რომ ამერიკელი გემბლერი მსოფლიოს უდიდეს ქეშ-გეიმებში ღებულობს მონაწილეობას. სათამაშო ლოკაციები მაკაუდან ლას ვეგასამდე გრძელდება. ამჯერად, მონტენეგროში მომხდარ დარიგებას განვიხილავთ, რომელიც დენიელ ქეითსსა და მიკიტა ბადიაკოვსკის შორის 2019 წლის მაისში გათამაშდა. 

დარიგება მონტენეგროში გამართულ Triton High Roller-ის სერიებზე მოხდა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ქეშ-გეიმერები და სატურნირო მოთამაშეები იყრიან თავს. მაგიდაზე, სადაც Short Deck-ს თამაშობდნენ, რუი კაო, მიკიტა ბადიაკოვსკი, პოლ ფუა და აზიელი ბიზნესმენები იყვნენ შეკრებილები. 

დარიგებაში ქეითსი AT-ით ლიმპს აკეთებს. ასევე იქცევიან ბადიაკოვსკი - KJ-ით და ფუა - QT-ით. რუი კაოს AT-ით გაკეთებულ დიდ რეიზს ბადიაკოვსკიმ ოლ ინით უპასუხა. მისმა აგრესიამ არ გაამართლა და ორი მოთამაშის ფოლდის შემდეგ, დენიელ ქეითსმა ქოლი გააკეთა. 

იმის გამო, რომ შორთ დექ პოკერში დასტიდან 2, 3, 4 და 5 ამოღებულია, მოთამაშეებს იმპროვიზაციის ნაკლები საშუალება აქვთ და თამაშიც გაცილებით აგრესიულად მიმდინარეობს, უამრავი რეიზებითა და ოლ ინებით. მიუხედავად ამისა, დენიელ ქეითსმა, მოწინააღმდეგის კარტის ნახვის შემდეგ, გაკვირვება ვერ დამალა.  

ქეითსი და ბადიაკოვსკი ორი ბორდის დარიგებაზე შეთანხმდნენ, საიდანაც პირველი ბელარუსმა, მეორე კი - ამერიკელმა მოთამაშემ მოიგო. ასეთი ზომის ბანკები არც ბადიაკოვსკისთვისაა განსაკუთრებული მოვლენა და არც ქეითსისთვის. დარიგება იმით გამოირჩეოდა, რომ დენიელ ქეითსმა ბანკის მეორე ნახევარი რანერი როიალ ფლეშის წყალობით მოიგო. 

სრული დარიგების ნახვა ქვემოთ მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი:

რუმები

ქართული უცხოური