მაიკ მატუსოუს პოდკასტში მაიკ პოსტელმა თაღლითობის ბრალდებები უარყო
4 ოქტომბერს, პოკერის ვეტერანმა მოთამაშემ, მაიკ მატუსოუმ თავისი პოდკასტის - The Mouthpiece-ის ახალი ეპიზოდი ჩაწერა, რომელშიც მაიკ პოსტელი მიიწვია. პოსტელს ბრალად ედება Stones-ის ქეშ-გეიმებზე ფულის არასინდისიერად მოგება. ჯერჯერობით, მისთვის ოფიციალური ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა, მის თამაშს ეჭვქვეშ ისეთი მოთამაშეები აყენებენ, როგორებიც ჯოი ინგრამი, დაგ პოლკი და ჰარალაბოს ვოლგარისი არიან.
ამ მომენტისთვის, მატუსოუს პოდკასტის ამ გამოშვებას 106 'ლაიქი' და 356 დისლაიქი აქვს, რაც დაინტერესებული პუბლიკის განწყობას აშკარად გამოხატავს.
როგორც მაიკ მატუსოუ ამბობს, მან 3 საათის განმავლობაში უყურა ქეშ-გეიმს და ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინა. ის ხშირად მოიხსენიებს მეინსტრიმულ მედიას, როგორც fake news-ს და მაგალითად დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის აბსურდულობა მოჰყავს. აშკარაა, რომ მას საზოგადოებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული შეხედულებები აქვს.
მაიკ პოსტელი მთავარ პრობლემად მის მიერ მოგებულ თანხას ასახელებს: "პირველ რიგში, თანხა, რომელიც მე მომაკერეს, სრული აბსურდია. როგორც ამბობენ, ჩემი წლიური მოგება $250.000 დოლარს შეადგენს. ეს ფული რეალობისგან ძალიან შორსაა. სისულელეა, რასაც ჩემზე ამბობენ."
პოდკასტის მსმენელს შთაბეჭდილება დარჩება, რომ მაიკ პოსტელი $250.000 დოლარის მოგებას უფრო უარყოფს, ვიდრე უშუალოდ სათამაშო მაგიდასთან ფულის არაკეთილსინდისიერად მოგებას. მაიკ მატუსოუ კი იმ ხალხს, რომლებიც პოსტელს თაღლითობაში ადანაშაულებენ, შეთქმულებს უწოდებს. პოდკასტის მეორე ნაწილს ის განცხადებით იწყებს: "Fuck the Joey Ingram fanboys!"