WPT UK Main Event-ის გამარჯვებული სიმონ ბრანდსტრომი გახდა

გუშინ ღამით, Dusk Till Dawn-ში გამართული WPT UK Main Event-ის გამარჯვებული გაირკვა. ის შვედი სიმონ ბრანდსტრომი აღმოჩნდა, რომელმაც 690 მოთამაშიანი ლაინ-აფის დამარცხება და $330.000 დოლარის მოგება შეძლო. 

ბრიტანეთში გამართული WPT Main Event იმით იყო გამორჩეული, რომ ტურნირის პირველი დღის თამაში ლაივ და ონლაინ კაზინოებში შეიძლებოდა. $3.300 ბაი-ინი 690 მონაწილემ გადაიხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკომისიოს გამოკლების შემდეგ, ტურნირის საპრიზო ფონდმა $2.007.900 დოლარი შეადგინა. 

სიმონ ბრანდსტრომს უკვე ჰქონდა მოგებული WPT Deepstacks. მისი მთავარი მეტოქე პოლ სიდლი იყო, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე, დეივ Devilfish ულიოტის სახელობის ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა. ფინალურ ცხრიანში ასევე მოხვდნენ გერმანელი ჰაი სტეიკს გრაინდერი - მანიგ ლუსერი, PartyPoker MILLIONS Main Event-ის 2017 წლის გამარჯვებული - მარია ლამპროპულოსი და ბრიტანული პოკერის ამომავალი ვარსკვლავი - პოლ Action ჯონსონი. სამივე მათგანი ფინალურ მაგიდას ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა. 

ფინალური ჰედს-აპი ბრანდსტრომსა და ინგლისელ რაიან მანდარას შორის გაიმართა, რომლის ანგარიშზეც Irish Poker Open Main Event-ის ტიტულია. მიუხედავად წარსული წარმატებისა, ამჯერად ინგლისელს დიდი გასაქანი არ ჰქონდა: სიმონ ბრანდსტრომის სტეკი იმდენად დიდი იყო, რომ მან 7 დარიგებაში დაასრულა თამაში და, WPT UK-ის ტიტულთან ერთად, $330.000 დოლარი მოიგო. მეორე ადგილისთვის, რაიან მანდარას $221.650 დოლარი შეხვდა. 

რუმები

ქართული უცხოური