$10 მილიონიანი სარჩელი მაიკ პოსტელისა და თაღლითური სქემის სხვა მონაწილეების წინააღმდეგ

მაიკ პოსტელის ისტორიას, რომელიც სავარაუდო თაღლითობას უკავშირდება, ჰედლაინებში კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ. მის გარშემო სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება და რთულდება, რაც სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს და გაცილებით დიდ მასშტაბებს იძენს. 

თუ აქამდე პოსტელის ამბავს ვიდეო-ბლოგერები და პოკერის მოყვარულები განიხილავდნენ, ახლა საქმე გაცილებით სერიოზულადაა: მას და სავარაუდო თაღლითობაში ჩართულ რამდენიმე პირს სასამართლოში უჩივიან და $10.000.000 დოლარს სთხოვენ.

ვერონიკა ბრილი პირველი იყო, ვინც მაიკ პოსტელის თაღლითობისა და მასში კაზინოს თანამშრომლების ჩართულობის შესახებ განგაშიშის ღილაკს დააჭირა თითი. ის და მისი ორი პარტნიორი - ჯეფ სლუზინსკი და ჯემან ბარტონი, ვინც ჟურნალისტურ გამოძიებაში იყვნენ ჩართულები, მაიკ პოსტელსა და Stones Gambling Hall-ის ტურნირების დირექტორს, ჯასტინ კურეიტისს სასამართლოში უჩივიან და მოთამაშეებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად $10.000.000 დოლარს სთხოვენ. მათი განმატებით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გადახდილი თანხა მაგიდაზე მყოფ მოთამაშეებს შორის განაწილდება. 

სასამართლო სარჩელი შემდეგ პუნქტებს მოიცავს: რეკეტი, ძალადობრივი გამოძალვა, თაღლითობა,  წინასწარდაგეგმილი ჯგუფური თაღლითობა, ფაქტების დამახინჯება, დანაშაულისადმი გულგრილობა და ქონების უკანონოდ მითვისება. 

Stones Gambling Hall-ის ტურნირების დირექტორის სახელი მხოლოდ გულგრილობის პუნქტშია ნახსენები. მომჩივანი მხარე არ ვარაუდობს, რომ ის წინასწარ იყო შეთანხმებული მაიკ პოსტელთან, მაგრამ აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ პოსტელი მსგავს ოპერაციას მარტო ვერ განახორციელებდა. 

რუმები

ქართული უცხოური