კალ ბარნსმა ერთ კვირაში 2 ოქროს სამაჯური მოიგო
ავსტრალიელმა მოთამაშემ, კალ ბარნსმა ერთ კვირაში უამრავი პროფესიონალი მოთამაშის ოცნება აისრულა: WSOPE-ზე მან პოკერში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - ოქროს სამაჯური მოიგო, თანაც, ამის გაკეთება ორჯერ შეძლო.
2 დღის წინ, €2.500 ევროიან Short Deck-ის ივენთზე, ავსტრალიელმა 179 მოთამაშე დაამარცხა და €101.843 ევრო მოიგო. მანამდე, მან €25.500 Platinum High Roller მოიგო, €596.883 ევროიანი ანაზღაურებით პირველ ადგილზე.
"ერთ-ერთი ისეთი დღე მქონდა, ქულერებმა რომ ვერაფერი დამაკლეს, - ამბობს ბარნსი, - პოსტ ფლოპზე საუკეთესო კარტი მირიგდებოდა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ოლ ინის თამაში მაინც მომიხდა, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი დარიგებიდან გამარჯვებული გამოვდიოდი. ძალიან გამიმართლა."
კალ ბარნსი საკმაოდ თავმდაბალი აღმოჩნდა, როცა საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობდა: "შორთ დექი ჩემთვის სრულიად ახალი თამაშია. ონლაინ 5-6 საათი ვითამაშე - ეს იყო და ეს. დღევანდელ ტურნირზე, მაგიდასთან ბევრად გამოცდილი მოთამაშეები ისხდნენ, მაგრამ იღბალი ჩემკენ იყო. წარმოუდგენელი კვირა მქონდა. ლაივ ტურნირის მოგება ყოველთვის დიდი მოვლენაა, მაგრამ როცა ოქროს სამაჯურს იგებ, თანაც ორჯერ, საოცარ სიხარულს გრძნობ."
ფინალურ ჰედს-აპში კალ ბარნსმა გერმანელი ჰაი როლერი, მანიგ ლუსერი დაამარცხა. ფინალურ მაგიდას ისეთმა მოთამაშეებმა ვერ მიაღწიეს, როგორებიც ტონი ჯი, ფილ აივი და რაიან რისი არიან.