WSOP-ის წლის მოთამაშე რობერტ კემპბელი გახდა და არა დენიელ ნეგრანუ
რამდენიმე წლის წინ, სტივ ჰარვი და ფეი დანავეი კომიკურ და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ერთმა 'მის მსოფლიოს' გამარჯვებული გამოაცხადა შეცდომით, მეორემ კი - ოსკარის მფლობელი ფილმი. თუ ფიქრობთ, რომ შეცდომები მხოლოდ 'მის მსოფლიოზე' ან ამერიკის კინოაკადემიაში მოსდით - ცდებით. თურმე, შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილი სისტემით WSOP-ის წლის მოთამაშის ქულები დაითვალო და კვლავ არასწორი შედეგი მიიღო.
2+2 ფორუმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც WSOP-ის შეცდომაზე საუბრობდა. როგორც ირკვევა, პრობლემა WSOP-ის 68-ე ონლაინ ივენთშია, რომლის ქულებიც დენიელ ნეგრანუს მიანიჭეს. სინამდვილეში, დენიელ ნეგრნაუმ 87-ე ივენთის 36-ე ადგილი დაიკავა. 68-ე ივენთის ქულები კი მის ანგარიშზე შეცდომით აღმოჩნდა. ქულები რომ ასე არ განაწილებულიყო, წლის მოთამაშე რობერტ კემპბელი გახდებოდა, შონ დიბი მე-2 ადგილზე გავიდოდა, ხოლო დენიელ ნეგრანუ მხოლოდ მე-3 იქნებოდა. როგორც PokerNews-ს WSOP-ის პრეს სამსახურში განუმარტეს, მათ პრობლემის შესახებ იცოდნენ და საკითხის გამოსწორებაზე უკვე მუშაობდნენ.
მოგვიანებით, WSOP-ის ადმინსტრაციამ შეცდომა სრულად შეასწორა და სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ახსნილია, რომ WSOP-ის წლის მოთამაშე რობერტ კემპბელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ შონ დიბს არასწორი ინფორმაცია მიეწოდა: Colossus-ის მსვლელობისას, მას შეატყობინეს, რომ მინიმუმ მე-5 პოზიცია სჭირდებოდა, რათა ნეგრანუსთვის გაესწრო და წლის მოთამაშე გამხდარიყო. იმ მომენტისთვის, დიბი მე-3 პოზიციაზე იმყოფებოდა და თამაშში მხოლოდ 11 მონაწილე იყო დარჩენილი. სინამდვილეში, შონ დიბს სულ რაღაც 2 პოზიციით დაწინაურება სჭირდებოდა, წლის მოთამაშის ტიტული რომ მოეგო. არავინ იცის, რა მოხდებოდა და შეიცვლებოდა თუ არა დიბის სათამაშო სტრატეგია, მისთვის რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ.