დენიელ დვორესის $4.080.000 დოლარიანი მოგება

დენიელ დვორესმა ბაჰამის კუნძულებზე გამართული $250.000 დოლარიანი Super High Roller მოიგო, შთამბეჭდავი $4.080.000 დოლარიანი ანაზღაურებით. Baha Mar-ში Super High Roller Bowl-ის მე-6 სეზონი გაიმართა, მაგრამ PartyPoker-ის სატურნირო ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება პირველად ჩატარდა. ტურნირზე 51 მოთამაშე დარეგისტრირდა. 

$4.080.000 დოლარი დენიელ დვორესის კარიერაში საუკეთესო ანაზღაურებაა. ის ახლა მსოფლიოს 40 ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეში შედის. დვორესს Super High Roller Bowl-ის გასულ სეზონებზეც დაუფიქსირებია საპრიზო ადგილი, მაგრამ წლევანდელ ფინალურ მაგიდაზე მან ისეთი მოთამაშეების დამარცხება შეძლო, როგორებიც ერიკ საიდელი, სტივ ო'დუაიერი და SHRB-ის ორგზის ჩემპიონი - ჯასტინ ბონომო არიან. 

დვორესმა ფინალური მაგიდა საშუალო სტეკით დაიწყო. ჩიპების რაოდენობით, ის მე-5 პოზიციაზე იყო. ჩიპლიდერის სტატუსს კი სეთ დევისი ფლობდა. ჯეისონ კუნთან მნიშვნელოვანი დარიგების მოგების შემდეგ, დვორესმა წინ წაიწია. დროთა განმავლობაში ე.წ. მკვდარი კარტის გამო, ტურნირს ჯასტინ ბონომო, სტივ ო'დუაიერი, სეთ დევისი და ერიკ საიდელი გამოეთიშნენ. ტურნირის უკანასკნელი ეტაპები დვორესის აშკარა უპირატესობით წარიმართა. ფინალურ ჰედს-აპში მან მალაიზიელი ვაი ლონგ ჩენი დაამარცხა და კარიერაში საუკეთესო ანაზღაურების მფლობელი გახდა. 

ფინალური მაგიდა ასე გამოიყურებოდა:

პოზიციაამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1დენიელ დვორესიკანადა$4.080.000
2ვაი ლონგ ჩენიმალაიზია$2.677.500
3კეტი ლენიაშშ$1.785.000
4ერიკ საიდელიაშშ$1.275.000
5სეთ დევისიაშშ$1.020.000
6სტივ ო'დუაიერიირლანდია$765.000
7ჯეისონ კუნიაშშ$637.000
8ჯასტინ ბონომოაშშ$510.000

 

რუმები

ქართული უცხოური