ფილ გალფონდის Heads-up Challenge-ში ბილ პერკინსი ჩაერთო

რამდენიმე კვირის წინ, Run It Once-ის დამფუძნებელმა და ვეტერანმა გრაინდერმა Heads-Up Challenge გამოაცხადა, რომელზეც მაღალი ლიმიტის ჰოლდემის ან ომაჰას 'ომი' უნდა გამართულიყო. როგორც გალფონდი ამბობს, ის ასეთ აქტიურობას არ ელოდა. მის გამოწვევას 16 მსურველი გამოეხმაურა, საიდანაც გალფონდმა 6 მოწინააღმდეგე უნდა აარჩიოს. 

"ამდენ მსურველს ნამდვილად არ ველოდი, - ამბობს გალფონდი, - 10 წლის წინ ჩემს გამოწვევას ბენ სალსკი თუ მიიღებდა. დღეს კი ყველას უნდა თამაში." ასეთ დროს, ორი ვერსია უნდა ვივარაუდოთ: ან მოთამაშეთა ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მათ გალფონდის აღარ ეშინიათ, ან ვეტერან მოთამაშეს წარსულის მოვლენად თვლიან, რომელიც მნიშვნელოვან სირთულეს აღარ წარმოადგენს.

ერთ-ერთი მატჩი, რომელსაც ფილ გალფონდი თავისი გამოწვევის ფარგლებში გამართავს, მოყვარული მოთამაშისა და ბიზნესმენის, ბილ პერკინსის წინააღმდეგ იქნება. როგორც ცნობილი ხდება, პერკინსი $100/$200 ლიმიტს დათანხმდა, თუმცა, გალფონდის სურვილი გაცილებით მაღალ ლიმიტზე თამაში იყო. დაპირისპირებული მხარეები 50.000 დარიგებას ითამაშებენ. თუ პერკინსი ან გალფონდი $400.000 დოლარს დაკარგავენ, თამაში ავტომატურად შეწყდება. გამარჯვებული ე.წ. side bet-ის, ანუ თამაშგარე სანაძლეოს მოგებასაც შეძლებს: თუ მატჩის გამარჯვებული ფილ გალფონდი გახდება, ის მოწინააღმდეგის $200.000 დოლარს დაეპატრონება, მაგრამ თუ თამაშს პერკინსი მოიგებს, ის გალფონდის მიერ დაწესებულ ოთხმაგ ანაზღაუარებას, ანუ $800.000 დოლარს მიიღებს. 

გალფონდი და პერკინსი პოტ-ლიმიტ ომაჰას ითამაშებენ. რა თქმა უნდა, გალფონდის გამოცდილებას პერკინსი ვერაფერს დაუპირისპირებს, მაგრამ თუ ომაჰას წარმოუდგენლად დიდ დისპერსიას გავითვალისწინებთ, გალფონდის მხარეს არცისე დიდი უპირატესობაა. 

რუმები

ქართული უცხოური