დენიელ ნეგრანუს პრეტენზია რე-ბაი ტურნირების მიმართ
დენიელ ნეგრანუს WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტულის მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა. ტექნიკური შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, კანადელი მოთამაშე მე-3 ადგილზე გავიდა, მაგრამ მისი სტრატეგია, რომლის წყალობითაც ნეგრანუ მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდა, ყურადღებას იმსახურებს.
2019 წლის WSOP-ის ღონისძიებების ნახევარი 'ფრიზაუთ' სტრუქტურით ჩატარდა. 4 ტურნირის გამოკლებით, 'ფრიზაუთ' ივენთებზე ულიმიტო რაოდენობის რე-ბაი იყო დაშვებული. სხვანაირად რომ ვთქვათ, წლის მოთამაშის რბოლაში მას შეეძლო დაწინაურება, ვისაც უფრო დიდი ბანკროლი ჰქონდა და ვინც ტურნირის მოწინავე პოზიციებზე მოახერხებდა გასვლას. დენიელ ნეგრანუმ ეს მიდგომა 180 გრადუსით შემოატრიალა. კანადელი მოთამაშის ახალი სტრატეგია რე-ბაი ტურნირებზე რეგისტრაციას გულისხმობდა, რე-ბაის გაკეთების გარეშე - სტეკის დაკარგვის შემთხვევაში, ის ტურნირის თამაშსაც წყვეტდა.
რამ გამოიწვია ნეგრანუს ასეთი მიდგომა? როგორც ის ამბობდა, რე-ბაი ივენთებში ერთი ცდის შემდეგ თამაშის შეწყვეტა მას ფინალურ მაგიდაზე მოხვედრის შანსს მნიშვნელოვნად უმცირებდა, მაგრამ ამავე დროს, საშუალება ეძლეოდა, რომ მეტი ტურნირი ეთამაშა. "მე არ გავაკეთებ იმას, რაც არ მინდა, რომ არსებობდეს" - ასე გამოეხმაურა დენიელ ნეგრანუ რე-ბაის ფენომენს პოკერის ტურნირებზე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ WSOP-ზე ტურნირების მნიშვნელოვანი ნაწილი 'ფრიზაუთ' სტრუქტურით ტარდება, წლის მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად, ნეგრანუ იძულებული იყო არცერთ ღონისძიებაზე არ ეთქვა უარი.
როგორც ჩანს, აღნიშნულ საკითზე ნეგრანუმ პოზიცია შეიცვალ: "მე უამრავ ადამიანს ველაპარაკე, რომლებმაც დამარწმუნეს, რომ ჩემი მიდგომა რე-ბაი ტურნირების მიმართ არასწორი იყო. მეც დავფიქრდი, რას შევცვლიდი, თუ მოგების შანსს შევიმცირებდი და რე-ბაიზე უარს ვიტყოდი? ამით 'ფრიზაუთ' ტურნირების რაოდენობა არ შემცირდება. ეს, უბრალოდ, არ მოხდება, რადგან ორგანიზატორები ძალიან დიდ ფულს აკეთებენ. რისი გაკეთებაც მე შემიძლია, ისაა, რომ გავაგრძელო ჩვეულ რეჟიმში თამაში, მათ შორის რე-ბაი და 'ფრიზაუთ' ივენთებზე, მაგრამ ამავე დროს მხარი დავუჭირო და წავახალისო ის საიტები, ვინც 'შუთაუთ' ტურნირებზე არიან ორიენტირებულები."