GPI-ის წლის მოთამაშე: შესაძლოა, ტიტული კვლავ ალექს ფოქსენმა მოიგოს

შესაძლოა, ალექს ფოქსენი პოკერის ისტორიაში შევიდეს და Global Poker Index-ის წლის მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდეს. ასეთი შედეგი ჯერ არავის ჰქონია. 

ორი დღის წინ, ამერიკელმა მოთამაშემ WPT Five Diamond World Poker Classic მოიგო, $1.695.995 დოლარიანი ანაზღაურებით. 2017 წელს, ზუსტად იგივე ივენთზე, მან მე-2 პოზიცია დაიკავა. GPI-ის. წლის მოთამაშის რეიტინგში დასაწინაურებლად, ფოქსენს 2 წლის წინანდელი შედეგის გამეორება სჭირდებოდა, მაგრამ მან ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და ტურნირი მოიგო. ამ გამარჯვებით, GPI-ის რეიტინგში, ალექს ფოქსენმა დიდი ნახტომი გააკეთა და მე-10-დან 1-ელ პოზიციაზე გადაინაცვლა. 

"როცა ბოლოს ამ ტურნირის ჰედს-აპში მოვხვდი, საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, - იხსენებს ფოქსენი 2017 წლის მოვლენებს, - ძალიან მიხარია, რომ იგივე ტურნირზე შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა მომეცა. რთულია, სიტყვებით ავხსნა ჩემი შეგრძნება და სიხარული."

მის ფინალურ მაგიდაზე, WPT Champions Club-ის ორი წევრი იჯდა - ჯონათან ჯეფი და სეთ დევისი. ფოქსენმა ორივეს დამარცხება შეძლო და გადამწყვეტი ჰედს-აპი ტობი ჯოისთან ითამაშა. "ტობი საოცარი მოთამაშეა, - ყვება ფოქსენი, - ამ ტურნირამდე, მასთან თამაშის დიდი გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგად თამაშობდა. ახლა ამ ყველაფერში დავრწმუნდი. მას ძალიან დიდი მომავალი აქვს."

იმის წარმოსადგენად, თუ რამდენად რთული ივენთის მოგება შეძლო ალექს ფოქსენმა, იმ მოთამაშეების სახელებიც საკმარისია, ვინც ფინალურ მაგიდას ვერ მიაღწია: ჯასტინ ბონომო (130-ე ადგილი), დენიელ ნეგრანუ (62-ე ადგილი), კერი კატზი (44-ე ადგილი), ევგენი ტიმოშენკო (27-ე ადგილი), ჩინო რიმი (22-ე ადგილი), ალი იმსიროვიჩი (16-ე ადგილი), დარენ ელიასი (14-ე ადგილი). 

უკანასკნელი წლების GPI-ის წლის მოთამაშეთა სია ასე გამოიყურება:

წელიმოთამაშე
2012დენ სმიტი
2013ოლე შემიონი
2014დენიელ კოლმანი
2015ბაირონ კავერმანიი
2016დევიდ პიტერსი
2017ადრიან მატეოსი
2018ალექს ფოქსენი

 

რუმები

ქართული უცხოური