ერიკ საიდელი Aussie Millions Main Event-ის ფინალურ მაგიდაზეა

14 საათიანი უწყვეტი პოკერის შემდეგ, მელბურნში მდებარე Crown Casino-ში, Aussie Millions-ის მეინ ივენთის ფინალური შვიდეული შეიკრიბა. მაგიდის ყოველი მონაწილე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს. ისინი თამაშს 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 12:30-ზე გააგრძელებენ. 

820 მოთამაშიდან, რაც ავსტრალიური პოკერის ფესტივალის ერთ-ერთ გადატვირთულ ლაინ-აფად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ფინალურ მაგიდაზე გასვლა ერიკ საიდელმა მოახერხა. როგორც წესი, ის ძვირადღირებულ ტურნირებსაა მიჩვეული, რაც გაცილებით მცირე რაოდენობის მოთამაშეს გულისხმობს. მიმდინარე ავსტრალიურ სერიებზეც, მან A$50.000 დოლარიანი ივენთის მე-8 ადგილის დაკავება შეძლო. საიდელის სათამაშო კარიერა $37 მილიონ დოლარზე მეტს მოიცავს. ცხადია, ფინალურ მაგიდაზე ყველაზე გამოცდილი მოთამაშე და ტურნირის ფავორიტიც სწორედ ის იქნება. 

"მე მსოფლიოს საუკეთესოებთან თამაშს ვარ მიჩვეული, - ამბობს საიდელი, - აქ კი სიტუაცია სულ სხვანაირია. ასეთ ხალხმრავალ ტურნირებზე სხვადასხვა კატეგორიის მოთამაშეა. ზოგი სატელიტებითაც კი მოხვდა აქ. მსგავსი ლაინ-აფი ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევს."

ფინალურ მაგიდაზე ერიკ საიდელს საშუალო სტეკი აქვს. ის 68 ბიგ ბლაინდს ფლობს, როცა ჩიპლიდერის სტეკი 92 ბიგ ბლაინდს ითვლის. ამ მომენტისთვის, Aussie Millions-ზე მოგებული $6.707.142 დოლარით, Crown Melbourne-ის სიაში საიდელი მე-2 ადგილს იკავებს. ტურნირის მოგების შემთხვევაში, ის ფილ აივის გაუსწრებს, რომელსაც ავსტრალიურ სერიებზე $8 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მოგებული. 

რუმები

ქართული უცხოური