სტივენ ჩედვიკი Australian Poker Open-ის ჩემპიონი გახდა
Aussie Millions-ის შემდეგ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ავსტრალიური ფესტივალი - Australian Poker Open მოექცა. ერთკვირიანი ჰაი როლერ პოკერის შემდეგ, ფესტივალის გამარჯვებულად სტივენ ჩედვიკი დასახელდა, რომელმაც საერთო ჯამში A$949.000 ავსტრალიური დოლარი მოიგო. ამ მომენტისთვის, ბრიტანელი მოთამაშის კარიერული სატურინორ მოგება $34 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ჩედვიკმა, გასული კვირის დასაწყისში A$25.000-იან ჰაი როლერ ივენთის მოგებით, ამერიკელ დევიდ პიტერსს გაუსწრო. Australian Poker Open-ის რბოლა დაძაბულობით გამოირჩეოდა. თავდაპირველად, სიას კანადელი მაიკ ვოტსონი ლიდერობდა, რომელმაც უნგრელი ანდრაშ ნემეტი ჩამოაქვეითა. ჩედვიკის გააქტიურების შემდეგ, ნემეტმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ A$100.000-იან ივენთზე აღებული მე-3 ადგილით, სიის სათავეში კვლავ ბრიტანელი მოთამაშე აღმოჩნდა.
"რა თქმა უნდა, იღბლის ფაქტორი კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, - ამბობს ჩედვიკი მოთამაშეების საერთო შედეგების შეფასებისას, - მაგრამ 9 ან 10 ტურნირის შემდეგ, გაცილებით ადვილი სათქმელია, ვინ თამაშობს უკეთ და ვინ არის მაღალი კლასის მოთამაშე. გარდა ამისა, მსგავსი საერთო სიების შედგენა მონაწილეებისთვის არაჩვეულებრივ გასართობს ქმნის, რაც მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს."