WPT Germany Main Event-ის გამარჯვებული კრისტოფერ პუეტზი გახდა

როზვადოვში მდებარე King's Casino უკვე გერმანულ WPT-საც მასპინძლობს. World Poker Tour-ის უკანასკნელი ჩემპიონი კი კრისტოფერ პუეტზი გახდა, რომელმაც 510-იანი ფილდი დაამარცხა და €270.000 ევრო მოიგო. 

როგორც ცნობილი ხდება, 23 წლის გერმანელმა თამაში 2 წლის წინ დაიწყო. მან იმდენს მიაღწია, რომ WPT Germany Main Event-ის მოგებით, WPT Tournament of Champions-ის ტურნირზეც მოიპოვა თამაშის უფლება, რაც $15.000 დოლარიანი ადგილის უფასოდ მიღებას ნიშნავს.

პუეტზმა, ფინალურ ჰედს-აპში, უნგრელი ლასლო პაპაი დაამარცხა. ფინალური მაგიდის ჩიპლიდერი ჯანლუკა სპერანსა იყო, მაგრამ რეპორტიორების ყურადღების ცენტრში WSOP Main Event-ის ჩემპიონი, ჰოსეინ ენსანი მოექცა, რომელსაც შანსი ჰქონდა ე.წ. Triple Crown-ის მფლობელი გამხდარიყო: მის ანგარიშზე WSOP-ისა და EPT-ის ჩემპიონობაა და ტიტულამდე მხოლოდ WPT-ის მოგებაღა აკლდა. მის შანსებს ისიც ამყარებდა, რომ ის ჩიპებით მე-2 ადგილს იკავებდა. ის სწორედ მომავალმა ჩემპიონმა გამოთიშა თამაშს და სახლში €40.000 ევროთი გაისტუმრა. 

ფინალური ჰედს-აპი ლასლო პაპაის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც უნგრელმა AT-ით 4-ბეთ ოლ ინი გააკეთა, მისი შანსები პუეტზის AJ-ის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. საბოლოოდ, უნგრელ მოთამაშეს €174.500 ევრო ხვდა წილად. ამ მომენტისთვის, ანდრაშ ნემეტთან ერთად, ის უნგრეთის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეა. 

რუმები

ქართული უცხოური