სტივენ ჩედვიკი, ნიკ შულმანი, ჯო ინგრამი - გამოვლენილია Global Poker Awards-ის გამარჯვებულები

6 მარტს, PokerGO Studio-ში რიგით მე-2 Global Poker Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელმაც აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მოღვაწე საუკეთესო ჟურნალისტები, ბლოგერები, მოთამაშეები და ინდუსტრიის ექსპერტები გამოავლინა. 

გამარჯვებულთა შორის ისეთი სახელები მოხვდნენ, როგორებიც ჯონი ჩენი, სტივენ ჩედვიკი, ჯონათან ლითლი და ნიკ შულმანი არიან. წლის საუკეთესო ქალი მოთამაშე კრისტენ ბიკნელი გახდა. მისმა მეუღლემ, ალექს ფოქსენმა კი, წლის მოთამაშის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 

  • რობერტ კემპბელი - წლის აღმოჩენა
  • ფილ ჰუი - ფინალურ მაგიდაზე ნაჩვენები საუკეთესო თამაში
  • ჯეიმი კარსტეტერი - 'ტვიტერის' პერსონა
  • სტივენ ჩედვიკი - წლის ყველაზე რთული ოპონენტი
  • ლექს ვალდუსი - წლის სტრიმერი
  • ენდრიუ ნიმი - წლის ვლოგერი
  • პოლ ფუა (Triton Poker) - წლის საუკეთესო ინდუსტრიის წარმომადგენელი
  • მეტ სევიჯი (WPT/TDA) - წლის საუკეთესო ტურნირების დირექტორი
  • PokerStars Players Championship Bahamas - წლის ღონისძიება
  • ჯოი ინგრამი - წლის საუკეთესო ჟურნალისტი
  • ნიკ შულმანი -  წლის საუკეთესო წამყვანი
  • ჯოი ინგრამის გამოძიება მაიკ პოსტლის საქმეზე - წლის საუკეთესო ვიდეო
  • ჯონათან ლითლი - მაყურებლის სიმპათია

რუმები

ქართული უცხოური