სოჭში გამართულ PartyPoker Live-ზე სემ თრიქეთმა $435.000 დოლარი მოიგო
სანამ მსოფლიოში კორონა ვირუსით გამოწვეული შიში მძვინვარებდა, PartyPoker Live MILLIONS-ის $25.000 დოლარიან ივენთზე დასასწრებად და სათხილამურო კურორტზე სასრიალოდ, ფილ აივი და სემ თრიქეთი პერსონალური თვითმფრინავით სოჭში გაემგზავრნენ.
ღონისძიებაზე 58 მოთამაშე დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც რობ იონგს, მიკიტა ბადიაკოვსკის, ჯეისონ კუნს და კერი კატზს ნახავდით. Triton High Roller-ის გაუქმების შემდეგ, სოჭში აზიური პოკერის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პოლ ფუაც ჩაფრინდა. მალაიზიელმა ბიზნესმენმა და ჰაი როლერ ტურნირების რეგულარულმა სტუმარმა მე-8 ადგილზე გასვლა და $58.000 დოლარის მოგება შეძლო. ის მხოლოდ ერთი ადგილით ჩამორჩა ფილ აივის, რომელმაც მე-7 პოზიციისთვის $72.000 დოლარი მიიღო. 6210K9 ბორდზე, აივის QQ აიბინგერის K10-თან დამარცხდა.
ფინალურ მაგიდაზე, ასევე, ტიმოთი ადამსი და ადრიან მატეოსიც მოხვდნენ. თუმცა, სემ თრიქეთის მთავარი მეტოქე ივან ლუ იყო. ოლ ინ სიტუაციაში, თრიქეთის A4 ლუს AQ-ის წინააღმდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. Q75 ფლოპის შემდეგ, თრიქეთს მხოლოდ ფლეშის იმედიღა ჰქონდა. რივერზე დადებული 6-ით, თრიქეთის ხუთკარტიანი კომბინაცია დასრულდა, რაც სოჭის ტურნირზე მის გამარჯვებას ნიშნავდა.