სოჭის PartyPoker Live MILLIONS: ფილ აივის $856.050 დოლარიანი გამარჯვება
როგორც იქნა, ფილ აივი სატურნირო მაგიდას დაუბრუნდა! პოკერის ვეტერანი და საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ამერიკელი, აზიური ქეშ-გეიმების გამო სატელევიზიო თამაშებისთვის ვეღარ იცლიდა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში კი, აივი სოჭის ტურნირებში აქტიურად ჩაერთო.
PartyPoker Live MILLIONS-ის სერიებზე, WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურის მფლობელმა 55 მოთამაშიანი ფილდი დაამარცხა. $2.750.000 დოლარიანი საპრიზო ფონდიდან, აივის $856.050 დოლარი შეხვდა. მისი უკანასკნელი მოგებული ტურნირი 2018 წლით თარიღდება, როცა მონტენეგროში გამართული Triton-ის სერიებზე შორთ დექ ივენთის პირველი ადგილისთვის, $604.992 დოლარი მიიღო. ამჯერადაც, აივიმ გამარჯვება $50.000 შორთ დექ ტურნირზე მოიპოვა.
საპრიზო ფონდი პირველი 8 ადგილისთვის იყო გამოყოფილი. მე-9 ადგილი და 'ბაბლის' სტატუსი სტივენ ჩედვიკს ერგო, რომელიც A9-ით მაიკლ სოიზას AK-თან დამარცხდა და თამაშს უფულოდ გამოეთიშა. სამაგიეროდ, ფინალურ მაგიდაზე სემ გრინვუდი, სერგეი რეიჰაჩი და სეთ დევისი მოხვდნენ.
ფინალური ჰედს-აპი, ფილ აივიმ, სწორედ ჩედვიკის 'მკვლელთან' - მაიკლ სოიზასთან გამართა. ორთაბრძოლა სოიზას უპირატესობით დაიწყო, მაგრამ დიდი ბანკის მოგების შემდეგ, აივიმ ლიდერობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, როცა საქმე სოიზას და აივის ეხებათ, მაყურებელს შთამბეჭდავი და აგრესიული თამაშის ნახვის საშუალება აქვს. შედეგადაც, მოთამაშეებმა ლიდერობა რამდენჯერმე გაცვალეს. უკანასკნელ დარიგებაში, ფილ აივი A7-ით სოიზას K7-ს დაუპირისპირდა. მალაიზიელ მოთამაშეს ფლოპზე უმაღლესი წყვილი ჰყავდა მიღებული, მაგრამ თერნზე და რივერზე აივის გაუმართლა და ფლეშ დროს დასრულება შეძლო, რაც $856.050 დოლარიან გამარჯვებას ნიშნავდა. მე-2 ადგილისთვის მაიკლ სოიზას $561.780 დოლარი შეხვდა.