Galfond Challenge 2: ბილ პერკინსთან ბრძოლაში გალფონდმა უპირატესობა მოიპოვა
VeniVidi1993-თან წარმატებული 25.000 დარიგებიანი ორთაბრძოლის შემდეგ, ფილ გალფონდმა დროის ფუჭად გატარება გაადიფიქრა და პირველ ჰედს-აპ ჩელენჯში გამარჯვების საზეიმო აღნიშვნას შემდგომი რაუნდის დაწყება ამჯობინა.
VeniVidi1993-ის დამარცხებიდან ზუსტად 2 დღეში, ფილ გალფონდი კვლავ მონიტორის წინ, თავის სავარძელში იყო მოკალათებული და ახალ მეტოქეს ეთამაშებოდა. მისი ახალი ოპონენტი მოყვარული მოთამაშე და გამოცდილი ჰაი როლერი, ბილ პერკინსია, რომლის ქონებაც რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარადაა შეფასებული.
თამაში, ძველებურად, პოტ-ლიმიტ ომაჰაა, $100/$200 ლიმიტით. 50.000 დარიგების შემდეგ, დამარცხების შემთხვევაში, ფილ გალფონდი მოწინააღმდეგეს $1.000.000 დოლარს გადაუხდის. ხოლო თუ თამაში მან მოიგო, ბილ პერკინსისგან მას $250.000 დოლარი შეხვდება. იმ შემთხვევაში კი, თუ თამაში გალფონდისთვის ძალიან ცუდად წავიდა, მას შეუძლია მეტოქეს $400.000 დოლარი დათქმული დარიგებების დასრულებამდე გადაუხადოს და თამაში შეწყვიტოს.
ამჯერად, დაპირისპირება არა გალფონდის მიერ შექმნილ Run It Once-ზე, არამედ PartyPoker-ზე იმართება. პირველ დღეს გამოწვევის ინიციატორმა $50.000 დოლარამდე დაკარგა, მაგრამ შემდეგ სესიაზე დანაკარგი დაიბრუნა და $90.000 დოლარიანი მოგებაც დაუმატა. პირველი 'ჩელენჯის' დასრულების შემდეგ, რომლის შემორბუნებასაც არავინ ელოდა, ბილ პერკინსმა, ხუმრობით, კომენტარი გააკეთა: "როგორც ჩანს, ომაჰას სწავლა მართლა უნდა დავიწყო."