Galfond Challenge: ActionFreak-მა მინუსი €170.000 ევრომდე შეამცირა

უკვე მეორე კვირაა, რაც ფილ გალფონდსა და ActionFreak-ს შორის დაძაბული €150/€300პოტ ომაჰას ჰედს-აპი მიმდინარეობს. ვარაუდობდნენ, რომ Galfond Challenge-ის ფარგლებში ActionFreak ყველაზე რთული ოპონენტი იქნებოდა. მოსაზრება ფილ გალფონდისთვისაც ახლოს იყო: მას მეტოქისთვის არანაირი სანაძლეო უპირატესობა არ მიუცია. 

დაგეგმილი 15.000 დარიგებიდან, წყვილს 5.700 ხელი ჰქონდა ნათამაშები, როცა ფილ გალფონდი €400.000 ევროზე მეტის მოგებაში იყო. ActionFreak-ის საყოველთაოდ აღიარებული ძალა მაშინ დამტკიცდა, როცა მან €256.000 ევრო უკან დაიბრუნა და წაგება €173.888 ევრომდე შეამცირა. ამ მომენტისთვის, მეტოქეებს 8.054 დარიგება აქვთ ნათამაშები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰედს-აპის ნახევარზე მეტი ისტორიის ნაწილია. 

უკანასკნელი სესია გალფონდისთვის ერთობ წარმატებულად დაიწყო: მან მეტოქეს დიდი ქულერი მოუგო, როცა ActionFreak-ის ფლეში რივერზე ქუადსით გაფუჭდა. დროთა განმავლობაში, რამდენიმე მსხვილი დარიგების მოგების შემდეგ, უცნობმა მოთამაშემ სიტუაციის გამოსწორება შეძლო და ზედიზედ €70.000 ევროს ღირებულების რამდენიმე ბანკი მოიგო. 

მიუხედავად ბოლო წამგებიანი სესიისა, ჯერჯერობით, ყველაფერი გალფონდის სასარგებლოდ მიმდინარეობს. მას 2 აქტიური ჰედს-აპი აქვს - ActionFreak-თან და ბიზნესმენ ბილ პერკინსთან. ერთი კვირის წინ კი, Run It Once-ის მფლობელმა 'მეგობრული' ჰედს-აპი მოიგო დენიელ ქეითსის წინააღმდეგ, რაც დაგეგმილ დაპირისპირებამდე გამართულ რეპეტიციას შეიძლება მივამსგავსოთ. 

რუმები

ქართული უცხოური