ონლაინ WPT Super High Roller დენ სმიტმა მოიგო

PartyPoker-ზე WPT-ის ონლაინ სერია მიმდინარეობს. სანამ სემ გრინვუდი სერიის მეინ ივენთზე ლიდერობდა და ტოპ მოთამაშეებს პრობლემას უქმნიდა, დენ სმიტმა $25.000 NL Hold'em-ის ივენთი მოიგო, $555.503 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. 

$25.000 დოლარი 91 ენტრანტმა გადაიხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ $2.275.000 დოლარიანი საპრიზო ფონდიდან ფინალური მაგიდის მონაწილეები ექვსნიშნა თანხას მიიღებდნენ. ფინალურ ექვსეულამდე მისაღწევად ერთი ადგილი დააკლდა ჯეიკ შინდლერს, რომელმაც მე-7 პოზიცია დაიკავა და $91.000 დოლარი მიიღო. 

მე-3 ადგილიდან ლუკ რივზის გამოთიშვის შემდეგ, ფინალური ჰედს-აპი ორ გიგანტს - დენ სმითსა და დენიელ დვორესს შორის  გაიმართა. დვორესმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, როცა 6 ბიგ ბლაინდიდან ტურნირის ჰედს-აპამდე მიაღწია. მაგრამ მან დენ სმიტის იღბალს და აგრესიულ თამაშს ვერ გაუძლო და მთავარ ორთაბრძოლაში დამარცხდა, რაც $456.871 დოლარიან მოგებას ნიშნავდა. 

 

რუმები

ქართული უცხოური