ბილ პერკინსი დიდ სკანდალს აანონსებს

ისე როგორც ნებისმიერ სხვა ინდუსტრიასა თუ სფეროში, პოკერშიც გულშემტკივრების განსაკუთრებულ აღტაცებასა და ინტერესს სკანდალები იწვევენ. როგორც ჩანს, პოკერის სამყაროში დიდი აჟიოტაჟის გამომწვევი მოვლენა მწიფდება. "ონლაინ პოკერში თაღლითური სქემა გაიშიფრა, რომელიც მაიკ პოსტელის სკანდალს საეკლესიო მსახურებად მოგაჩვენებთ" - წერს ტვიტერზე ბილ პერკინსი. 

ცნობილ ბიზნესმენსა და მოყვარულ მოთამაშეს გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდა. ჯერჯერობით, ის არ ასახელებს არცერთ დიდ ონლაინ ოპერატორს ან რომელიმე ცნობილი მოთამაშის სახელს, მაგრამ ეჭვების გასაფანტად, პერკინსმა განმარტება გააკეთა, რომ ჯეისონ კუნი საქმეში არ ფიგურირებს: "უფლებას ვაძლევ, გითხრათ, რომ ჯეისონ კუნს ჰქონდა მსგავსი შეთავაზება და შესაძლებლობა, მაგრამ ის სამართლიანად მოიქცა, ცდუნებას გაუძლო და არაკეთილსინდისიერ ქმედებებში არ ჩართულა."

როგორც პერკინსი ყვება, სკანდალი პრივატულ ონლაინ ქეშ-გეიმს ეხება, რომლის დროსაც, დამწყები მოთამაშეების ექაუნთებს პროფესიონალები იყენებდნენ. სახელების გაუჟღერებლობის გამო, პერკინსმა მძიმე კრიტიკაც დაიმსახურა. "მსგავსი ქმედებით, შენ უამრავ სპეკულაციას მიეცი გასაქანი, რითიც ბევრი პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოთამაშის სახელს მიადგა ჩრდილი" - წერს კრის ჯორჯი. 

დაგ პოლკს კი უფრო დეტალური მოთხოვნები ჰქონდა: "ვფიქრობ, უკეთეს გამოხმაურებას მიიღებდი, თუ დიდ დანაპირებს არ გააკეთებდი, თუ რეალურ ადამიანებს დაასახელებდი, თუ არ დააფარებდი კონკრეტულ მოთამაშეებს ხელს ფულის სანაცვლოდ და თუ გაიაზრებდი, რომ მსგავსი რამ ყოველდღიურად ხდება ონლაინ პოკერის სამყაროში."

დენ ბილზერიანის მტკიცებით, ვინმე Sina Taleb-ის ფსევდონიმით მას დენ ქეითსი ეთამაშებოდა. უნდა ითქვას, რომ პოკერის სამყაროში დენ ბილზერიანი საუკეთესო რეპუტაციით არ სარგებლობს და ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენად შეესაბამება მისი ნათქვამი სიმართლეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ბილზერიანი მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებს, რომ მას ცნობილ პროფესიონალ მოთამაშეებთან მილიონობით დოლარი აქვს მოგებული. 

რუმები

ქართული უცხოური