ვიქტორ ბლომმა SHRB-ზე კიდევ ერთი ტურნირი მოიგო

PartyPoker-ზე Super High Roller Bowl-ის სერია მიმდინარეობს. რეალურად ძვირადღირებული ტურნირი, რომლითაც SHRB-მა გაითქვა სახელი, 1 ივნისს იწყება, მაგრამ მანამდე, შედარებით დაბალფასიანი ივენთები იმართება, რომელზე დასწრების უფლებასაც თავს მხოლოდ დიდი მოთამაშეები აძლევენ. 

სანამ მეინ ივენთი დაიწყება, ინტერნეტ სივრცეში სრული ვარსკვლავთცვენაა. გასულ კვირას, არაერთმა ცნობილმა მოთამაშემ გამოკრა ხელი დიდ თანხას. ამჯერადაც, ტრადიცია გრძელდება. $10.300 დოლარიანი ღონისძიება დევიდ პიტერსმა მოიგო, რომელმაც პირველი ადგილისთვის $217.000 დოლარი მიიღო. როგორც წესი, პიტერსი SHRB-ის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლება. 

მეორე დიდი სახელი, ვინც გუშინდელ ონლაინ ტურნირზე გაიბრწყინა, ვიქტორ ბლომია. რამდენიმე დღის წინ, Isildur1-მა ორი ტურნირის დაპყრობა მოახერხა და პირველი და მეორე ადგილები დაიკავა. მისმა საერთო მოგებამ $900.000 დოლარს მიაღწია. გუშინ კი, შვედმა მოთამაშემ, კანადელი მაიკ ვოტსონის დამარცხების შემდეგ, $407.500 დოლარი მოიგო. მან ისეთი სახელები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც სემ გრინვუდი, ადრიან მატეოსი და დევიდ პიტერსი არიან. 

რუმები

ქართული უცხოური