ანტონიო ესფანდიარი პროფესიონალურ პოკერში დაბრუნებას აღარ აპირებს
იშვიათია სატელევიზიო ქეშ-გეიმში ანტონიო ესფანდიარიზე უფრო საინტერესო, სახალისო და ენაწყლიანი მოთამაშის ნახვა, რომელიც მაყურებელს დაუვიწყარ თამაშს თუ არა, დაუვიწყარ ისტორიებს ნამდვილად შესთავაზებს. უკვე წლებია, რაც ირანული წარმოშობის ამერიკელი მოთამაშე დიდ პოკერში აღარ ჩართულა. შესაბამისად, ახალი ამბები მის შესახებ ფაქტიურად არ იძებნება.
სულ ცოტა ხნის წინ, ესფანდიარი Poker Stories-ის პოდკასტში იყო მიწვეული, სადაც მოთამაშემ უამრავ საინტერესო მოვლენაზე ილაპარაკა. როგორც ჩანს, მოთამაშეები ესფანდიარის შესახებ კვლავაც დიდხანს ვერ გაიგებენ ვერაფერს, რადგან მოთამაშე პოკერში აქტიურად ჩართვას არ განიხილავს. ეს არ გამორიცხავს WPT Five Diamonds-ის ტურნირს, რომელიც მისი საყვარელი ღონისძიებაა. სწორედ WPT-ის მოგებამ მოუტანა The Magician-ს მსოფლიო აღიარება: "WPT Five Diamonds ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი შვილები პატარები არიან და ვერ ვიტან მათგან მოშორებით ყოფნას. ხშირად, პოკერი მაკლია და მენატრება. რაც ნამდვილად არ მენატრება, 2 მოთამაშის ყურებაა, რომლებიც თითო გადაწყვეტილების მისაღებად 5-დან 10 წუთამდე იყენებენ. ეს საშინელებაა."
მან 9 წელი გაატარა ირანში. როგორც ყვება, კარგად ახსოვს ერაყთან დაპირისპირება, რომელსაც ირონიულად 'სახალისოს' უწოდებს. ამერიკაში ჩამოსვლა მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, მაგრამ პროცესი გაიწელა, რადგან Green Card-ის მიღება ჭინაურდებოდა. ამის შემდეგაც, მისი ბავშვობა ადვილი არ ყოფილა, ირანელების მიმართ ამერიკელების უარყოფითი დამოკიდებულების გამო.
არც მისი მოთამაშის კარიერა ყოფილა ადვილი. ირანელი ემიგრანტი ოჯახის დარწმუნება, რომ კარტის თამაში საუკეთესო კარიერაა, რთული აღმოჩნდა. მაგრამ ერთ დღესაც, მან მამამისი ადგილობრივ კაზინოში წაიყვანა, თამაშის საყურებლად. ანტონიო ახლო სიზუსტით ასახელებდა ოპონენტების კარტებს, რამაც უფროსი ესფანდიარის აღფრთოვანება გამოიწვია და ანტონიოსაც თამაშის უფლება მიეცა.
პოდკასტის მსვლელობისას, ესფანდიარიმ ის ეპიზოდიც გაიხსენა, როცა დენ შაკთან და ფილ აივისთან ერთად ფრენის დროს, თვითმრფინავს პრობლემები შეექმნა, რის გამოც ისინი იძულებულები იყვნენ, ავარიული დაჯდომა ისლანდიაში განეხორციელებინათ: "მოთამაშეებთან ერთად, მე და ჩემი მეუღლე ევროპაში მივდიოდით. წარმოიდგინეთ, ნიუ იორკიდან კანში მივფრინავთ. სულ რაღაც 2 საათია გასული, ოკეანის თავზე ვართ, როცა ერთ-ერთი პილოტი შემოდის და გვეუბნება, რომ ჰერმეტულობის დარღვევის გამო, თვითმფრინავმა შიდა წნევა დაკარგა. დამიჯერეთ - ერთია, როცა ბორტგამცილებელია ანერვიულებული, მაგრამ მეორეა, როცა თავად პილოტია შეშინებული. ჭერზე მიმაგრებული სათავსოებიდან ჟანგბადის ნიღბები ვარდება. სრულ პანიკაში ვარ. ამ დროს ფილ აივი იღვიძებს. სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობა. მშვიდად იკეთებს ნიღაბს და ჯდება გაუნძრევლად. მისი უემოციობა არასდროს დამავიწყდება."
როგორც მოთამაშე ყვება, სათამაშო მაგიდასთან ყოფნა მას არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს: ცოტა ხნის წინ, დენ ბილზერიანმა მცირეკალბრიანი იარაღიდან მესროლა. რა თქმა უნდა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მეცვა და დაცული ვიყავი, მაგრამ ის განცდა, რომ რამდენიმე წამში ვიღაცამ უნდა გესროლოს, წარმოუდგენლად ამაღელვებელი იყო. მსგავსი რამ მხოლოდ ერთხელ, One Drop-ის მოგებისას ვიგრძენი. არაფერს დავიშურებდი, რომ ცოტა ხნით ის შეგრძნება დამიბრუნდეს, რაც ჰედს-აპის დასრულების შემდეგ მქონდა."