რობერტო რომანელოს მე-3 WSOP სამაჯური

მიმდინარე კვირაში, რობერტო რომანელო იმ მოთამაშეების რიგებს შეუერთდა, ვისაც WSOP-ის 3 ოქროს სამაჯური აქვთ მოგებული. ორშაბათს, უელსელმა მოთამაშემ კარიერის მე-3 სამაჯური და $212.613 დოლარი მოიგო. 

PartyPoker-ის წარმომადგენელი, 39-ე ივენთის 922 მოთამაშეს შორის იყო. $1.500 დოლარიანი ტურნირის საპრიზო ფონდმა $1.313.850 დოლარი შეადგინა. მასში ისეთი მოთამაშეები ღებულობდნენ მონაწილეობას, როგორებიც ჯეიკ შინდლერი, ალი იმსიროვიჩი, სერგეი რეიჰაჩი და ალექს ფოქსენი არიან. ფოქსენმა, 45-ე ადგილისთვის, $4.393 დოლარი მიიღო. ზემოთჩამოთვლილმა მოთამაშეებმა კი მინიმალური ანაზღაურება, $3.237 დოლარი მიიღეს. 

რომანელოს გარდა, ფინალურ მაგიდაზე კიდევ ერთი ცნობილი სახელი მოხვდა: ნიკლას ასტედტი - შვედი მოთამაშე, რომლის სატურნირო კარიერა $20.000.000 დოლარზე მეტს ითვლის. გადამწყვეტი ჰედს-აპიც სწორედ ამ წყვილს შორის გაიმართა. მთელი ფინალური მაგიდის განმავლობაში, ოლ ინ ბრძოლას ის მოთამაშე იგებდა, ვისაც ჯიბის წყვილი ჰყავდა. ჰედს-აპშიც იგივე განმეორდა: ასტედტის KQ უძლური აღმოჩნდა რომანელოს 77-ის წინააღმდეგ, რომელიც სეტამდე გაძლიერდა. საბოლოოდ, შვედს $156.905, ხოლო ბრიტანელს $216.213 დოლარი ხვდათ წილად. 

რუმები

ქართული უცხოური