ამერიკაში ცნობილ პოკერის მოთამაშეს ეძებენ
აშშ-ში ლეგენდარულ მოთამაშეს, ბრედ ბუთს ეძებენ, რომელიც ბოლოს 13 ივლისს ნახეს. 43 წლის მოთამაშე ბოლოს მისმა რუმმეითმა ნახა. ბუთმა მას უთხრა, რომ კემპინგზე მიდიოდა, მაგრამ მისი საკვების მარაგით თუ ვიმსჯელებთ, ის მხოლოდ 2 დღით თუ აპირებდა ბუნებაში დარჩენას.
ბრედ ბუთის დაკარგვის შესახებ განცხადება პოლიციაში 30 ივლისს შევიდა. ნევადის შტატის პოლიცია ასევე ეძებს მის მფლობელობაში მყოფ 2002 წლის ტოიოტა 'ტაკომას'. პოდკასტერი ადამ შვარცი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბრედ ბუთის გაუჩინარების შესახებ ფართო მასებს ამცნო.
ბრედ ბუთი დიდი ხნის მოთამაშეა. ის კანადაში დაიბადა, მაგრამ სათამაშო კარიერა ლას ვეგასში აიწყო. ის არაერთხელ გამოჩენილა NBC-ის Poker After Dark-ში. ის ერთ-ერთი ახალგაზრდა და ყველაზე აგრესიული მოთამაშე იყო, ვინც High Stakes Poker-ის სატელევიზიო შოუში მიიწვიეს. ის საკმაოდ აგრესიულ ბანკროლ მენეჯმენტს აწარმოებდა, რის გამოც მისი თამაში წარმოუდგენელი სვინგებით ხასიათდებოდა. მიუხედავად ამისა, ბრედ ბუთი Full Tilt Poker-ის პროფესიონალთა გუნდშიც შედიოდა.
მოგვიანებით ბრედ ბუთი Ultimate Bet-ის სკანდალში გაეხვა, როცა თაღლითური სქემის გამო $2.5 მილიონი დოლარი უცნობ მოთამაშესთან წააგო. 2012 წელს, ბუთმა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლითაც აღიარა, რომ დაგ პოლკი $28.000 დოლარში 'გადააგდო'.
მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ხაზს უსვამენ ბუთის ინდივიდუალიზმს და ამბობენ, რომ მას საკმაოდ უცნაური ხასიათი ჰქონდა. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მათი მეგობარი სადმე ისვენებს და რომ ეს ყველაფერი მისი ხასიათის ბრალია და არა რაიმე ცუდი მოვლენის.