WSOP 2020: დენიელ დვორესმა $1.489.289 დოლარი მოიგო
დენიელ დვორესი ერთ-ერთი იყო იმ მოთამაშეთა შორის, ვისაც მსოფლიო აღიარების მიუხედავად, WSOP-ის ერთი სამაჯურიც კი არ ჰქონდა მოგებული. $15.000.0000 დოლარიანი საერთო სატურნირო შემოსავალი და ისევ - 0 ოქროს სამაჯური.
გასულ კვირას, კანადელმა პროფესიონალმა მოთამაშემ ეს 'შეცდომაც' გამოასწორა და GGPoker-ზე მიმდინარე WSOP-ის 48-ე ივენთი მოიგო. დვორესის გეგმა ამბიციური აღმოჩნდა: პირველი ოქროს სამაჯურის მოგება იმ ტურნირზე გადაწყივტა, რომელზეც 6.299 მოთამაშე დარეგისტრირდა. გარდა იმისა, რომ სამაჯურის მოგებით დვორესმა ზურგიდან დიდი სიმძიმე მოიხსნა, მან სოლიდური შემოსავალიც ნახა: $1.489.289 დოლარი.
ტურნირს Millionaire Maker ერქვა და მართლაც, პირველი ორი ადგილის ანაზღაურებამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. დვორესის ფინალური მეტოქე ბრაზილიელი ჩაიო დე ალმეიდა იყო, რომელმაც მეორე ადგილისთვის $1.072.428 დოლარი მოიგო. კიდევ ერთი მძიმე სახელი, რომელიც ტურნირის გამორჩეულ ფავორიტად ითვლებოდა, ანატოლი ფილატოვი იყო. რუსმა მოთამაშემ მე-3 ადგილი დაიკავა, $772.251 დოლარიანი ანაზღაურებით.
"სატურნირო სეზონის შემდეგ, ზაფხულის ბოლოს, როგორც წესი, მთლიანად გამოფიტული ვარ" - ამბობს დენიელ დვორესი. მართალია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მსოფლიო ეკონომიკა შეიწირა, მაგრამ Covid-19-ის მიერ გამოწვეულ შეზღუდვებს დადებითი მხარეც მოეძებნა: ლაივ ივენთების ონლაინ რეჟიმში წარმოებამ მოთამაშეებს დამღლელი მოგზაურობის თავიდან არიდების საშუალება მისცა. "ახლა საკმაოდ მშვიდ გარემოში მიწევს თამაში, - ყვება კანადელი, - სამაჯური და სოლიდური შემოსავალი ერთია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ WSOP-ის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვე."