ნიკ პეტრანგელომ WPT ონლაინ ჩემპიონატი და $494.550 მოიგო
WSOP-ის სერიების პარალელურად, PartyPoker-ზე WPT-ის ონლაინ ტურნირები იმართება. World Online Championship-ის გამარჯვებული ნიკ პეტრანგელო გახდა, რომელმაც 142 მოთამაშის დამარცხების შემდეგ $494.550 დოლარი მოიგო.
3 დღიანი ტურნირის ღირებულება $3.200 დოლარი იყო. 142 ენტრანტს შორის ისეთი მოთამაშეებიც იყვნენ, როგორებიც ჩენს კორნუთი, მიკიტა ბადიაკოვსკი, დევიდ პიტერსი, სემ გრინვუდი და 2013 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული რაიან რაისი არიან.
მიკიტა ბადიაკოვსკი, პატრიკ ლეონარდი და დარა ო'კენრი ფულში შევიდნენ, მაგრამ ფინალურ მაგიდაზე გასვლა ვერ შეძლეს. სემ გრინვუდი, დევიდ პიტერსი და კრის ჰანიკენი სულ ცოტათი აცდნენ ფინალურ ექვსეულს. მათ მე-9 ადგილამდე დაასრულეს თამაში. მიუხედეავად ამისა, ფინალური მაგიდაც საკმაოდ გადატვირთული იყო დიდი სახელებით. პეტრანგელოს გარდა, ექვსეულში ჯეიკ შინდლერი და ელიონ ზაიონი შევიდნენ.
სამწუხაროდ, შინდლერიც და ზაიონიც დიდი ხელებით გამოეთიშნენ თამაშს: შინდლერს KK-ში არ გაუმართლა, ზაიონი კი JJ-ით ჩამოშორდა პირველი ადგილისთვის ბრძოლას.
გადამწყვეტი ჰედს-აპი პეტრანგელომ ბელარუსი მოთამაშის, არტიომ პროსტაკის წინააღმდეგ გამართა, რომელმაც თამაში 3-1 ჩიპლიდით დაიწყო. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, პეტრანგელომ ლიდერობის მოპოვება შეძლო. 3 საათიანი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ, პეტრანგელომ პრესტიჟული ტურნირი თავის ანგარიშზე ჩაიწერა და პირველი ადგილისთვის დაწესებული $494.550 დოლარი, $15.000 დოლარად შეფასებული ჰუბლოტის საათი და ბაკარას ძვირადღირებული ჭიქები მიიღო.