მაიკ პოსტელმა სიჩუმე დაარღვია - დიდი პოკერის დიდი სკანდალი

2019 წელს, პოკერის სამყარო შოკში ჩააგდო ქეშ-გეიმმა, რომელშიც მაიკ პოსტელმა ათეულობით ათასი დოლარი მოიგო. ერთწლიანი სიჩუმის შემდეგ, პოკერის ანტიგმირმა სიჩუმე დაარღვია და საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა. 

სავარაუდოდ, მაიკ პოსტელს კომპლექსური თაღლითური გეგმა ჰქონდა, რომლითაც ათეულობით მოთამაშემ იზარალა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია, პოსტელი და მისი კომპანიონი - ჯასტინ კურაიტისი მილიონიან ჯარიმას გადაურჩნენ. 

თვეების განმავლობაში, პოსტელთან ინტერვიუს ჩაწერას არაერთი დიდი გამოცემა ეცადა, მათ შორის - PokerNews. თუმცა, სავარაუდო დამნაშავე სიჩუმეს ამჯობინებდა. ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მაიკ მატუსოუს პოდკასტში, სადაც ამტკიცებდა, რომ "10.000%-ით უდანაშაულო იყო" და პოკერის საზოგადოებას ადანაშაულებდა. 

ერთ-ერთი გამოცემა, რომელსაც პოსტელმა ინტერვიუზე უარი უთხრა, Bee იყო. თუმცა, პლატოფრმა განცხადების გამოსაქვეყნებლად მაინც გამოიყენა: "უამრავი რამის თქმა მინდა, მაგრამ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მე ამ ისტორიის ჩემი ნაწილი მაქვს მოსაყოლი. ეს შოკისმომგვრელი იქნება არამხოლოდ პოკერის სამყაროსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს ამბავი არამხოლოდ კონკრეტულ საქმეს შეეხება - ის ჩემს 17 წლიან სათამაშო კარიერას მოიცავს."

მის მდგომარეობას დაგ პოლკი გამოეხმაურა: "პირველ რიგში, სასამართლომ თქვენი უდანაშაულობა იმიტომ ვერ დაინახა, რომ იურიდიული სისტემა არაა საკმარისად მოქნილი, მსგავსი თაღლითობა რომ აღმოაჩინოს. სათამაშო ვალის გასტუმრების მოთხოვნა ნებისმიერ სასამართლოს გაუჭირდება, რამდენადაც ის ოფიციალურად არაა დოკუმენტირებული. და გთხოვ, მორჩი პოკერის მოთამაშეების წრის შეურაცხყოფას და დადანაშაულებას!"

როგორც მაიკ პოსტელი ამბობს, სულ მალე ჩვენ დოკუმენტურ ფილმს ვიხილავთ, რომელშიც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. 

რუმები

ქართული უცხოური