მაიკ პოსტელის სკანდალის გამოძიებაში ფილ გალფონდი ჩაერთვება

ცოტა ხნის წინ, მაიკ პოსტელმა და ჯასტინ კურაიტისმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც გასული წლის სკანდალთან დაკავშირებით თავს იმართლებდნენ და პოკერის საზოგადოებას ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. მათ განცხადებას საკმაოდ ნეგატიური რეაქცია მოჰყვა მოთამაშეების მხრიდან. 

როგორც დაგ პოლკი ამბობს, თუ სასამართლომ მათი ბრალეულობის დამამტკიცებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. რაც ყველაზე მთავარია, მოთამაშეებმა პოსტელის თაღლითური სქემის გამოძიება დაიწყეს, რომელშიც ფილ გალფონდიც ჩაერთო. ის პირველი დიდი სახელი არაა, ვინც პოსტელის საქმით დაინტერესდა: მეტ ბერკიმ, ჯონათან ლითლმა და ჯოი ინგრამმა უკვე სცადეს პოსტელის დარიგებების გაანალიზება.

ფილ გალფონდს სპეციფიური მიდგომა აქვს: როგორც ის ამბობს, ვინრეიტი მაიკ პოსტელის თამაშის გასაანალიზებლად საკმარისი არაა. მისი აზრით, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა რივერზე გაკეთებული ბლეფების რაოდენობა, მისი რეიზები ნათსების და ძლიერი ხელების წინააღმდეგ და ა.შ. ის სხვა მოთამაშეების ჩართულობასაც მიესალმება და ამბობს, რომ საქმეში ბევრი პროფესიონალი გემბლერი უნდა ჩაერთოს, რათა პოსტელის დარიგებების სტატისტიკა აკურატული და ზუსტი იყოს. 

ფილ გალფონდის მოსაზრებასთან დაკავშირებით, შონ დიბი ინიციატივით გამოვიდა, რომ შეიქმნას სპეციალური პლატფორმა, რომელიც იმ ადამიანების დროს აანაზღაურებს, ვინც გამოძიებაში იქნება ჩართული. 

რუმები

ქართული უცხოური