WPT Online Championship-ზე მაიკლ ადამომ $1.2 მილიონი მოიგო
$100.000 დოლარიანი WPT Online Championship-ის ფინალურ ჰედს-აპში მაიკლ ადამომ PartyPoker-ის ამბასადორი, აიზიკ ჰექსტონი დაამარცხა. როგორც დიდ ტურნირებს ახასიათებთ, წყვილმა ჰედს-აპ შეთანხმება გადაწყვიტა და სათამაშოდ ტურნირის გამარჯვებულის ტიტული და $30.000 დოლარი დაიტოვეს. მცირეხნიანი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც დრამატულობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, გამარჯვება ადამოს ხვდა წილად.
პირველი ადგილისთვის ადამოს $1.284.114 დოლარი შეხვდა, მის მეტოქეს კი - $$1.216.286. მიუხედეავად იმისა, რომ ჰედს-აპს დრამატულობა აკლდა, გამარჯვება მაინც შთამბეჭდავი იყო: ფინალურ მაგიადზე ლინუს ლოლიგერი, კრისტოფ ვოგელსანგი, დენიელ დვორესი და სერგეი რეიჰაჩიც თამაშობდნენ. ასეთ ლაინ-აფზე მოგება კი ნებისმიერს შეშურდებოდა.
ფინალური ექვსეულიდან, ფულში 5 შედიოდა. მე-6 ადგილი ბაბლისთვის იყო განკუთვნილი. ასეთმა გარემოებამ და დიდი ფულის დაკარგვის შიშმა თამაშის ტემპი მნიშვნელოვნად დააგდო. ექვსეულიდან ყველაზე წარუმატებელი დენიელ დვორესი აღმოჩნდა, რომელიც ტურნირს მე-6 პოზიციიდან გამოეთიშა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მე-5 ადგილი კრისტოფ ვოგელსანგს შეხვდა, მინიმალური $229.600 დოლარიანი ჯილდოთი.
კრისტოფ ვოგელსანგისა და სერგეი რეიჰაჩის გამოგდების შემდეგ, მაიკლ ადამო თამაშში არსებული ჩიპების თითქმის ნახევარს აკონტროლებდა, რამაც მისი ფინალური ჰედს-აპი მნიშვნელოვნად გაამარტივა.