Galfond Challenge: ჩენს კორნუთი $32.000 დოლარის მინუსშია
უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ფილ გალფონდსა და ჩენს კორნუთს შორის ჰედს-აპ დუელი მიმდინარეობს. Run It Once-ის მფლობელმა მოწინააღმდეგეს 4:1 სანაძლეო შესთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაპირისპირებას Cheap Leader Coaching-ის დამფუძნებელი მოიგებს, მას გალფონდი ოთხმაგ თანხას, $1.000.000 დოლარს გადაუხდის. გალფონდის გამარჯვების შემთხვევაში, ის მხოლოდ $250.000 დოლარს მიიღებს.
ჯერჯერობით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ შეთავაზებული პირობები სამართლიანია, რადგან გალფონდს არცერთი ბრძოლა არ წაუგია: მან ონლაინ პოკერის გიგანტები - VeniVidi1993 და ActionFreak დაამარცხა, მინი ჰედს-აპი მოუგო დენ ქეითსს, ხოლო ბილ პერკინსთან $90.000 დოლარის პლუსშია.
დაპირისპირების პირველ კვირაში, კორნუთმა $60.000 დოლარამდე დაკარგა. მისთვის არც მეორე კვირა დაწყებულა კარგად: ერთ ეპიზოდში, ის $150.000 დოლარის ზარალში იყო. რატომაა მსგავსი თამაშები მნიშვნელოვანი? რა გაკვეთილის აღება შეიძლება გიგანტების დაპირისპირებიდან? $150.000 დოლარიანი მინუსის მიუხედავად, ჩენს კორნუთმა რკინის ნერვების დემონსტრირება მოახდინა, სიმშვიდე შეინარჩუნა და ბრძოლა განაგრძო. შედეგად, მცირე გამარჯვებებითა და მასიური გაორმაგებებით, რომლის ერთ-ერთ ნაწილში $70.000 დოლარი მოიგო, ჩენს კორნუთმა მეტოქის ლიდერობა $32.000 დოლარამდე შეამცირა.
წყვილმა 35.000 დარიგება უნდა ითამაშოს. ჯერჯერობით, თამაში ჯერ კიდევ 'გახურების' ფაზაშია და მთავარი მოვლენები წინ გველოდება. მეტოქეებმა €100/€200 ლიმიტი აირჩიეს. გამარჯვებულს, გარდა უშუალოდ თამაშში მოგებული თანხისა, $250.000 ან $1.000.000 დოლარი ელოდება.